ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ანდერსონი და ულვეუსი: clean up, replaced: წარსდგ → წარდგ using AWB
No edit summary
ხაზი 36:
'''ABBA''' — [[შვედეთი|შვედური]] [[პოპ მუსიკა|პოპ]]/[[როკ მუსიკა|როკ]] ჯგუფი, ჩამოყალიბებული [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმში]] [[1972]] წელს. მასში შედიოდნენ [[აგნეტა ფელტსკუგი]], [[ბენი ანდერსონი]], [[ბიორნ ულვეუსი]] და [[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]]. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც [[1972]]-[[1982]] წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა. ისინი ასევე ცნობილები არიან [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1974|ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე]] [[1974]] წელს გამარჯვებით, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ABBA ასევე ითვლება კონკურსში მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად.
 
ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და ცნობილია, რომ წელიწადში დამატებით დაახლოებით მილიონი დისკი იყიდება.<ref>{{Cite news|url=http://www.guardian.co.uk/music/2011/jan/02/abba-reunion-agnetha|title=Abba set for reunion as Agnetha admits, 'I have a dream'|work=[[guardian.co.uk]]|date=2011-01-02|accessdate=2012-03-14}}</ref><ref>{{cite news|url= http://www.thehindu.com/arts/music/article392677.ece|title=A heavenly enchantment called ABBA|date=2010-04-09|newspaper=[[The Hindu]]|accessdate=2012-03-14}}</ref> ამრიგად ABBA არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური კოლექტივი და რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი მუსიკის ისტორიაში, [[The Beatles]]-ის შემდეგ. ABBA იყო პირველი პოპ ჯგუფი, რომელიც წარმოშობით არაინგლისურენოვანი ქვეყნიდან იყო და მნიშვნელოვანი წარმატება იქონია ინგლისურენოვან ქვეყნებში, მათ შორის [[ბრიტანეთი|ბრიტანეთში]], [[ირლანდია]]ში, [[აშშ]]-ში, [[კანადა]]ში, [[ავსტრალია]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[სამხრეთ აფრიკა]]სა და [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. ჯგუფს ასევე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ქვეყნებში. ABBA-მ ამ ქვეყნებისათვის სპეციალურად ჩაწერა ''[[Gracias Por La Música (ალბომი)|კრებული]]'' ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი ვერსიებით.
 
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. [[1979]] წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, [[1981]] წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა უფრო მეტი თვითანალიზით სავსე ტექსტებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან