ბეჭდების მბრძანებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: შილობ → ბაბაჭუა (3) using AWB
→‎ორი ციხე-კოშკი: clean up, replaced: ბაბაჭუაის → ბაბაჭუას using AWB
ხაზი 64:
ენტები, მერისა და პიპინის გავლენით, ანადგურებენ [[იზენგარდი|იზენგარდს]] და სარუმანი [[ორთანკი]]ს ციხე-კოშკში გამომწყვდეული რჩება. განდალფის თხოვნით, ხისწვერა თეოდენის დასახმარებლად აგზავნის [[ჰუორნები]]ს ლაშქარს. განდალფი და როჰანელთა დიდი ლაშქარი ჰელმის ხრამში მიემართებიან და დაწყებულ ბრძოლაში თეოდენს ეხმარებიან. სარუმანის ძალების განადგურების შემდეგ, მეფე და სხვები იზენგარდისკენ მიემგზავრებიან, სადაც სარუმანი უარს ამბობს მეფის მოწყალებაზე. განდალფი მას მთელ ძალაუფლებას ართმევს. მოგვიანებით პიპინი იხედება [[პალანტირი|პალანტირში]], რომელსაც სარუმანი მანამდე საურონთან კავშირისთვის იყენებდა. განდალფი [[მინას-ტირითი]]სკენ მიემართება და პიპინი თან მიჰყავს.
 
ფროდო და სემი იჭერენ გოლუმს, რომელიც მათ მორიიდან მიჰყვებოდა. ისინი აიძულებენ, მორდორისკენ გზა უჩვენოს. მაგრამ [[შავი კარიბჭე]] დახურული და საიმედოდ დაცული ხვდებათ, ამიტომ გოლუმის მიერ შემოთავაზებული საიდუმლო გზით მიემართებიან. ისინი [[ფარამირი|ფარამირს]], როჰანის მოურავის უმცროს ძეს ხვდებიან. გოლუმი იკარგება, მაგრამ ღამით კვლავ ჩნდება [[ითილიენი|ითილიენში]], სადაც ფარამირს ჰობიტები დაკითხვაზე მიჰყავს. ფროდო იძულებულია, მათ გოლუმი მიუყვანოს, რის გამოც არსება ბრაზდება. იგი გადაწყვიტავს, ფროდო წაიყვანოს დიდ ობობა ბაბაჭუათან, [[კირით უნგოლი]]ს გვირაბებში. მას შემდეგ, რაც მოგზაურებს ათავისუფლებენ და ისინი საბოლოოდ კირით უნგოლზე აღმოჩნდებიან, ფროდოს აბრუებს ობობის ნესტარი. მაგრამ ამ დროს გიგანტურ არსებას სემი ესხმის. ბაბაჭუაისბაბაჭუას მოგერიების შემდეგ იგი იღებს ბეჭედს და ფროდოს ტოვებს, მაგრამ იქვე მისული ორკების საუბრიდან აღმოაჩენს, რომ ფროდო ჯერ ცოცხალია და უბრალოდ გონედაკარგულია, ამიტომ ორკებს ფარულად მიჰყვება.
 
===მეფის დაბრუნება===