ნერონი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:Château de Versailles, galerie des glaces, buste d'empereur romain 05 (Néron ?).jpg|thumb|left|ნერონი]]
თავის პრინციპატის დასაწყისში ნერონი ჯერ არ ამჟღავნებდა იმ უარყოფით თვისებებს რითაც მოგვიანებით შევიდა ისტორიაში.
[[64]] წლის ზაფხულში რომში საშინელი ხანძარი მოხდა, ქალაქის 14 უბნიდან 3 სრულიად განადურდა, ხოლო 7-ში შენობების უმეტესობა დაიწვა. უამრავი ადამიანი დაიღუპა. ქალაქში ჭორები დადიოდა, რომ იმპერატორმა თვითონ მოაწყო ხანძარი, რათა ქალაქის დაწვის პროცესის ხილვით მიეღო პოემა "ტროას" დაწერისთვის შთაგონება. ამ ჭორების უარსაყოფათ ნერონმა "მოძებნა" დამნაშავენი, ესენი ქრისტიანები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგ სასტიკი, რეპრესიები დაიწყო. ხალხს, ვისაც ქრისტიანობაში ამხელდნენ, იჭერდნენ და ცირკის არენაზე ველურ ცხოველებს აგლეჯინებდნენ ან ჯვრებზე აცვამდნენ. დაზუსტებით უცნობია თუ ვინ იყო ხანძრის მომწყობი. იმდროინდელი ისტორიკოსი [[გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი]] არაორაზროვნათ მიუთითებს რომ დამნაშავე ნერონი იყო, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, თან უნდა გავითვალისწინოთ რომ ნერონი არ სარგებლობდა პოპულარობით და სვეტონიუსი შეიძლება მიკერძოვებული ყოფილიყო.
|