ცისფერყანწელები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(5.152.64.155-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა UndDerDie-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
No edit summary
'''ცისფერყანწელები''' — ქართველ [[სიმბოლიზმი|სიმბოლისტ]] პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც 1920-იან წლებში [[ქართული ლიტერატურა|ქართულ ლიტერატურაში]] დომინირებდა. დააარსეს ახალგაზრდა მწერლებმა [[ქუთაისი|ქუთაისში]] 1916 წელს და არსებობდა 1930-იან წლებამდე, როდესაც მოძრაობა [[სსრკ|საბჭოთა წყობილებამ]] უგემოვნოდ და უსარგებლოდ შერაცხა და დევნა დაუწყო.
 
მოძრაობის ჩამოყალიბების პერიოდში ქუთაისი ქართული [[ავანგარდი|ავანგარდული]] აზროვნების ცენტრს წარმოადგენდა. მიმდინარეობის წევრები იყვნენ [[ტიციან ტაბიძე]], [[პაოლო იაშვილი]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი]], [[კოლაუ ნადირაძე]], [[შალვა აფხაიძე]], [[ნიკოლო მიწიშვილი]], [[ალექსანდრე არსენიშვილი]], [[სანდრო ცირეკიძე]], [[გიორგი ლეონიძე]], [[სერგო კლდიაშვილი]] და [[შალვა კარმელი (გოგიაშვილი)]]. ისინი ახალგაზრდები და საზოგადოების ნაკლებად ცნობილები იყვნენ, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი თაობიდან მიემხროთ რომელიმე გამოჩენილი მოღვაწე. ასეთი იყო [[გრიგოლ რობაქიძე]].<ref>''[[გერონტი ქიქოძე]]'', „თანამედროვის ჩანაწერები“ გვ. 101-102 — „არეტე“, თბილისი, 2003 ISBN 99940-745-6-3</ref> მე-20XX საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტი [[გალაკტიონ ტაბიძე]]ც ამ ჯგუფთან ასოცირდებოდა თავიდან, თუმცა მოგვიანებით მან ეს გუნდი დატოვა. ამ გუნდთან დაახლოებული იყო ასევე მხატვარი [[ლადო გუდიაშვილი]], რომელიც ხშირად ამ მწერლების პუბლიკაციებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა.
 
== ლიტერატურა ==