ოტო ნოირათი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
ამავდროულად 1920-იან წლებში ნოირატი ლოგიკური პოზიტივიზმის გულმხურვალე მხარდამჭერი ხდება. იგი იყო ვენის წრის მანიფესტის მთავარი ავტორი. ის იყო სულისჩამდგმელი მოძრაობისა მეცნიერების ერთიანობისათვის და აგრეთვე „უნიფიცირებული მეცნიერების საერთაშორისო ენციკლოპედიისა“. პარალელურად 1930-იან წლებში მან დაიწყო Isotype-ს, როგორც გამოსახულებათა საერთაშორისო ენის გამოყენების პროპაგანდა, უთავსებდა რა მას მოძრაობას უფროსებისთვის ახალი და ხელოვნური ენების სწავლებისათვის, თუმც კი ხაზს უსვამდა საჯარო განხილვებსა და მიმოწერაში, რომ Isotype-s დანიშნულება არ გულისხმობს ავტონომიურ ენად ყოფნას და რომ მას გამოყენების შეზღუდული სფერო აქვს.
 
[[ანშლუსი|ანშლუსის]] შემდეგ ავსტრიაში მარქსისტებისთვის ადგილი აღარ იყო. ნოირატი ებრაული ფესვების მქონე სოციალისტი გახლდათიყო და აგრეთვე [[წითელი ვენა|წითელი ვენის]] შემქნელთა აქტიური მონაწილე. იგი არალეგალურად გადავიდა ჰოლანდიაში, სადაც ჰააგაში Mundaneum მუზეუმთან დააარსა მეცნიერების ერთიანობის ინსტიტუტი. ნაცისტების მიერ როტერდამის დაბომბვის შემდეგ გარდაიცვალა ოლგა. ნოირატმა მარი რაიდემაისტერთან ერთად ღია ნავში სხვა დევნილებთან ერთად ლა-მანში გადაჭრა და ინგლისს შეაფარა თავი. კუნძულ მენზე ინტერნირების პერიოდის შემდეგ (ნოირატი იმყოფებოდა ბანაკ Onchan-ში) იგი და მარი დაქორწინდნენ. ინგლისში მან მარისთან ერთად ოქსფორდში დააფუძნა Isotype-ინსტიტუტი და გახდა ვულვერჰემპტონის მახლობლად მდებარე ბილსტონის, უღატაკესი დასახლების, დაგეგმილი გარდაქმნის Isotype-დიაგრამების კონსულტანტ-დამმუშავებელი. ნოირატი მოულოდნელად გარდაიცვალა [[1945]] წლის დეკემბერში. მისი გარდაცვალების შემდეგ მარი ნოირატი აგრძელებს Isotype-ინსტიტუტის მოღვაწეობას, გამოსცემს რა ნოირატის წერილებს და სისრულეში მოყავს მის მიერ დაწყებული პროექტები.
 
== შრომები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოტო_ნოირათი“-დან