პერსეპოლისი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით |
|||
ხაზი 1:
[[ფაილი:PersepolisMap.png|thumb|240px|პერსეპოლისი ირანის რუკაზე]]
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|114}}
'''პერსეპოლისი''' ([[ბერძნ.]] Persepolis – „სპარსელთა ქალაქი“; სპარს. تخت جمشید/پارسه, '''თახთე-ჯემშიდი,''' ასევე ცნობილი როგორც '''ჩეჰელ მინარი''') — [[სპარსეთი]]ს იმპერიის უძველესი დედაქალაქი. მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ [[შირაზი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით, [[ირანი]]ს [[ფარსი]]ს პროვინციაში. დააარსა [[დარიოს I]]-მა. [[აქემენიდები]]ს სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ.
პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. თეთრი ქვებით ნაგებ ბაქანზე გალავნით გარშემორტყმული სასახლის – აპადანას – ნაშთია. მაღალი, თხელი სვეტნარების რიგი ოდესღაც საზეიმო დარბაზებს ამშვენებდა. სვეტის კაპიტელად ხარის თავია. შენობებს სწორკუთხედის ფორმა აქვს. სასახლის დასავლეთით ქალაქის ნანგრევებია. სასახლის კომპლექსის უკან კლდეში გამოკვეთილია აქემენიდთა უკანასკნელი მეფეების აკლდამები; დარიოსი, ქსერქსე და სხვა ორი მეფე დაკრძალულია იქვე, ნაყშე-როსთამში.
პერსეპოლისში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დეკორატიული დანიშნულების სკულპტურული ქვის რელიეფებს. შემორჩენილია სასანური მრგვალი ქალაქის [[დარაბგერდი]]ს ნაშთი, ქ. [[ისტახრი]]ს ნანგრევები (დააარსეს აქემენიანებმა, გაუკაცრიელდა [[X საუკუნე]]ში); V ათასწლეულის ნამოსახლარის - [[თალი-ბაქუნი]]ს ნაშთები. მრავლად არის აღმოჩენილი აქემენიდი მეფეების წარწერები და ათასობით თიხის ფირფიტა ელამური ტექსტებით.
== პანორამა ==
|