შემოქმედებითი წარმოსახვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ხელთავიდან → თავიდან (2) using AWB
ხაზი 1:
'''შემოქმედებითი წარმოსახვა''' — სააზროვნო პროცესი, რომლის დროსაც [[გონება|გონებით]] მიზანმიმართულად ხდება სინამდვილის მაქსიმალურად თვალსაჩინო წარმოდგენა, მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს თვალები ღიაა თუ დახუჭული.<ref>Isaac, A. R., and Marks, D. F. (1994). Individual differences in mental imagery experience: Developmental changes and specialization. British Journal of Psychology, Vol. 85, 1994, pp479–500.</ref><ref>McKelvie, S. J. (1995). The VVIQ as a psychometric test of individual differences in visual imagery vividness: A critical quantitative review and plea for direction. Journal of Mental Imagery, Vol. 19, Nos. 3-4,1995, pp1–106.</ref> ადგილი აქვს უკვე განცდილი მხედველობითი აღქმის განმეორებას ანდა ხელთავიდანთავიდან შექმნას, იმისათვის რათა ცოტა ხნით შენარჩუნდეს, ამასობაში შემოწმდეს და საბოლოოდ გარდაიქმნას ასეთი წარმოსახვითი სიტუაციები, შემდგომში მათთან დაკავშირებული ემოციების და განცდების ცვლილებისთვის. ყველაფერი ამის მიზანი მხოლოდ ერთი რამ არის: ადამიანმა მიაღწიოს მისთვის ხელსაყრელ თანმდევ სხეულებრივ, სულიერ და საზოგადოებრივ წარმატებას, მაგალითად, როგორიცაა სხეულის ჭრილობების შეხორცების დაჩქარება, ფიზიკური ტკივილის შესუსტება, სულიერი ტანჯვის – შფოთის, მწუხარების შემსუბუქება და უგუნებობის გამოსწორება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვებთან ურთიერთობისას წარმოშობილ სირთულეებთან გამკლავების უნარის გაძლიერება. 
 
== ხილული და უხილავი გონებრივი ხატები ==
ხაზი 6:
საერთოდ, შემოქმედებითი წარმოსახვის ცნება შეგრძნების ყველა მოდალობის წარმოდგენის უნარს აერთიანებს, მაგრამ უფრო კონკრეტულად და სიტყვა–სიტყვით მაინც იმ პროცესს აღწერს, რომლითაც ადამიანი თვალსაჩინო, ერთთავად ხილვის მსგავსს სურათებს ქმნის თავის გონებაში და განიხილავს.
 
არსებითი თუ გარეგნული მახასიათებლებით შემოქმედებითი წარმოსახვა მჭიდროდაა დაკავშირებული ე.წ. 'მართვად წარმოდგენასთან' და უმეტესწილად, ამ მეთოდის შემადგენელ ნაწილადაც კი აღიქმება. კერძოდ, 'მართვადი წარმოდგენის' საშუალებით საგანგებოდ ამისათვის მომზადებული სპეციალისტი ან მასწავლებლი ეხმარება სესიის მონაწილეს ან პაციენტს აღძრას და შექმნას მხედველობის, ბგერების, მოძრაობების, გემოთა, სუნთა, შეხებათა თვალსაჩინო ხატები გონებაში მათი შეგრძნებითი აღქმის განმეორებისა და ხელთავიდანთავიდან წარმოებისათვის, ისევე როგორც წარმოსახვითი ან გონებრივი შინაარსები, რომლებსაც მონაწილე პირები განიცდიან მათი შეგრძნების დამთრგუნველ კატეგორიებად.
 
როგორც ყოფაცხოვრებაში, ისე კონტროლირებად ექპერიმენტებში თუ 'მართვად წარმოდგენაში' მონაწილეობისას, ადამიანები გონებაში ყველაზე ხშირად თვალსაჩინო და სმენით ხატებს ხედავენ, ხოლო სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე მეტად ხილვასავით მკაფიო წარმოდგენით სურათებს იკვლევენ და აღრიცხავენ.
 
მახასიათებელი ნიშანია, რომ გონების მიერ შექმნილი ყველა ხატება, შემოწმედებითი წარმოსახვის მიერ ნაწარმოები თვალსაჩინოებების ჩათვლით, ყოველთვის აღიქმება რა კონკრეტულ ემოციებსა თუ განცდებთან ერთად, წარუშლელ კვალს ტოვებს ადამიანში.