გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ეხლა → ახლა using AWB
ხაზი 36:
| გეგმა_წარწერა=
}}
'''გონიოს ციხე''', ''აფსაროსი'' — ისტორიული ციხესიმაგრე მდებარეობს ისტორიული [[ჭანეთი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ამჟამად [[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა]]ში შედის. ციხე აგებულია ჭოროხის შესართავთან, მარცხენა მხარეზე.
 
==ეტიმოლოგია==
ხაზი 42:
 
* არიანეს გადმოცემით დაბა აფსარს ოდესღაც აფსირტე ეწოდებოდა, რადგან ვითომც სწორედ იქ მოუკლავთ მედეას და იასონს ვერაგულად აფსირტე და სწორედ ამიტომ დარქმევიაო ამ ადგილს მისი სახელი. ამასთან არიანე აღნიშნავს რომ ადგილობრივები დღემდე უჩვენებენ აფსირტეს საფლავსო.
 
* [[პავლე ინგოროყვა]]ს აზრით ჭოროხს ჭანურად ეწოდება „კაკამარი“, მეგრულად კი „აკამფსისი“. სიტყვა ''ფასი'' ძველ ქართულ დიალექტებში წყალს, მდინარეს ნიშნავს. ამ საფუძველზე პავლე ინგოროყვა ასკვნის რომ „აკამფსისი ანუ პირველადის სახეობით(კ) აკამ-ფასისი კაკამ-მდინარეს“ ნიშნავსო<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/13845/1/Mnatobi_1951_N05.pdf პ. ინგოროყვა. „მნათობი“, №5, 1951, გვ. 127-147]</ref>.
 
* ვ. იაშვილის მოსაზრებით '''აფსარი''' ქართული წარმოშობისაა: თუ გავყვებით ამ გზას, დავინახავთ, რომ აფსარშიც ან აფსარეაშიც იგივე '''ფსა-ფასა-ფასი''' მოისმის, რაც ძველ ქართულ დიალექტებში, როგორც ვნახეთ, წყალს, მდინარეს ნიშნავდა. ამასთან, როგორც ცნობილია, პრეფიქსი '''ა''' უდრის '''სა'''-ს, ხოლო სუფიქსი '''რ(ე) ა''' ადგილსამყოფზე მიუთითებს. მაშასადამე, აფსარი ან აფსარეა წყლის ადგილსამყოფ, წყლით მდიდარ უბანს, ჭაობისნ ადგილს ნიშნავს. ამ ჭაობმა ჩვენს ეპოქამდეც მოაღწია, (გონიის ჭაობი არხების მეშვეობით მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების წყალობით დააშრეს). ამგვარად, სახელწოდება აფსარის გააზრება გარკვეულ რეალურ, ამ უბნისათვის თავისბურ, სინამდვილეზე მიგვითითებს."
 
*სახელწოდება '''გონია''' ჩნდება არა უადრეს XII საუკუნისა — XII-XIII საუკუნეებში. ამ სახელწოდებას პირველად იხსენიებს მწერალი ხაჯი კალფა; მისი ჩვენებით, გონია ზღვის პირად საქართველოს საზღვარზე ციხე-სიმაგრეცაა, მცირე ქალაქიც და ოლქიც<ref>Ф. И. Успенский Доклвд сделанный в 1917 г. на сесии Академии наук</ref>.
 
Line 56 ⟶ 53:
==არქიტექტურა==
[[ფაილი:Gonio-Apsaros Fortress-Museum, Georgia.jpg|მინი|250პქ|გონიოს ციხის ნაგებობების ნანგრევები]]
გონიოს ციხე ფორმით სწორკუთხედია; მისი სიგრძე 228 მეტრი, ხოლო სიგანე 195 მეტრია. ციხის ფართობი 44.460 კვ. მ. უდრის. გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია.
 
გონია რთული ნაგებობაა თავისი კოშკებით და მინაშენ-დანაშენებით. ციხემ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღდგენა-რესტავრაცია განუცდია. გალავნის კედლებში აშკარად გამოიყოფა მშენებლობის რამდენიმე ფენა. მათგან უძველესია სწორხაზოვანი ნაწყობი დიდი და ფაქიზად გათლილი კვადრები, ხოლო უახლესი — კედლების ზემო ნაწილში რიყის ქვის ფენა (უსწორმასწორო წყობა). ეს უკანასკნელი XVI საუკუნის შუახანით თარიღდება, როდესაც როგორც წყაროები გვამცნობენ, ოსმალებმა „აღაშენეს“ (ე. ი. დააშენეს) ახლად მიტაცებული გონია.
 
რაც შეეხება ციხის უძველეს ფენას, იგი ბუმბერაზული თლილი ლოდებით არის ნაშენი. ხშირია ერთი მეტრის სისქის ლოდები, რომელთაც საშუალოდ 80 სმ. სიმაღლე აქვთ, სისქე კი 70 სმ. კედლების ეს ქვემო ნაწილი ყველაზე ძველია. მისი სიმაღლე ხუთი მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, შვიდი მეტრი. ამ კედლის სისქე ზემო ნაწილში მეტრნახევარია. არქეოლოგიური მასალებისა და ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული ცნობების მიხედვით წინაფეოდალური ხანით თარიღდება.
 
კედლები საერთოდ საკმაოდ კარგად არის დაცული. კედლის ქვები ერთმანეთთან შეკრულია კირის დუღაბით. ადგილობრივი თქმულებით, ქვები ასე მოუზიდავთ: „კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებსო“. თქმულება, ალბათ, ეხება გვიანდელი დანაშენის წვრილი ქვების მოზიდვას, თორემ ქვედა კედლების დიდი ლოდების მოზიდვა კამეჩის ურმებითაც კი საძნელო იქნებოდა.
Line 66 ⟶ 63:
აქვე არის ბიზანტიური ეპოქის (VI-VII სს.) ნაშენობათა ფენა. გარკვეული სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გონიაში გენუელთა ყოფნის ხანაშიც (XIII-XIV სს.). ამ უკანასკნელთ რომ აქ მშენებლობა უწარმოებიათ, ამას ადასტურებს ის გადმოცემაც, რომელიც ამ ციხის „აშენებას“ გენუელებს მიაწერს. ამავე თვალსაზრისით საგულისხმოა ისიც, რომ თვით სახელწოდება გონია სახენაცვალი ფორმაა გენუა-სი.
 
ასე რომ, ოთხი სამშენებლო ფენა, თუ მეტი არა, გონიაში უდავოთ იჩენს თავს.
 
ციხის გალავანს გარედან მიშენებული აქვს ერთმანეთისაგან თითქმის თანაბარ მანძილზე დაშორებული 18 კოშკი; მათ შორის ყველაზე დიდია ოთხი კოშკი, რომლებიც აღმართულია გალავნის კუთხეებთან. თიოეულ კოშკთან ციხის შიგნით ქვის კიბეა.
Line 86 ⟶ 83:
აფსარს იხსენიებს მეორე რომაელი მწერალიც — ფლაბიოს არიანეც. არიანე მოხელეც იყო, რომელიც ერთ დროს მართავდა კაპადოკიას ტიტულით Legatus Augusti pro praetore. სწორედ ამ დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 134 წელს, მან იმოგზაურა კოლხეთის ზღვის გასწვრივ და ამ მოგზაურობის შესახებ იმპერატორ ჰადრიანეს (114-138) წარუდგინა ანგარიში. აქედან ირკვევა, რომ არიანე აფსარშიც მისულა. ამ მოგზაურობის შესახებ არიანე მოგვითხრობს, რომ არქაბედან აფსარამდე 60 სტადიონი (არეანეს სტადიონი 200 მეტრს უდრიდა) არისო. არიანე შემდეგ აგრძელებს თავის თხრობას და წერს: „გავედით რა აფსარიდან, ღამით ჩვენ გავიარეთ აკამფსისი, რომელიც 15 სტადიონით არის დაშორებული აფსარს. აკამფსისიდან მდინარე ბათჳს 75 სტადიონით არის დაშორებული<ref>Обезд Эвксинского понта, 9. Вестник древней истории. 1948. I, стр. 268</ref>.“ მდინარეები აფსარი და აკამფსისი ჭოროხის ორი ტოტია შესართავთან. ეს ჩანს ძველი მწერლების მითითებიდანაც. პროკოპი კესარიელი ამბობს: {{ციტატა|ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე სახელად ბიასი, რომელიც მას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ეგრეთწოდებულ ევქსინის პონტს, მაგრამ უკვე აღარ იწოდება ბოასი... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ<ref>De bello gothico, VIII 2</ref>.}}
 
ფლაბიოს არიანე, როგორც ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან ჩანს, ტრაპეზუნტიდან და შემდეგ არქაბედან ჯერ აფსარში მოსულა, ხოლო შემდეგ აკამფსისი გაუვლია. შესაბამისად აკამფსისი ჭოროხის მარჯვენა შენაკადია. მანძილი აფსარიდან აკამფსისამდე 15 სტადიონია. ცხადია აფსარი ჭოროხის მარცხენა შენაკადია, რომელიც ჩაუვლიდა იმავე სახელწოდების ციხეს და ერთვოდა ზღვას. არიანეს გადმოცემაზე დაყრდნობით აფსარის ციხე მდებარეობდა იქ სადაც ეხლაახლა მდებარეობს გონიოს ციხე. შესაბამისად აფსარის ციხე იგივე გონიოს ციხეა. მდინარე აფსარი დღესდღეობით ამომშრალია თუმცაღა დარჩა მისგან კალაპოტი.
 
არიანეს ჩვენებით, აფსარის დასახლება ძველთაძველია და მისი არსებობა არგონავტების ლაშქრობიდან მომდინარეობს. პროკოფი შემდეგი სიტყვებით აღწერს ქალაქ აფსარს: {{ციტატა|მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მომასწავებელია.}}
 
65 წელს პომპეუსმა კოლხეთი დაიპყრო. მონათმფლობელური რომის ბატონობა თავისუფლებისმოყვარე კოლხებისათვის მეტად მძიმე იყო. ამიტომ კოლხეთი ხშირად ჯანყდებოდა რომაელების წინააღმდეგ. კოლხების ერტ-ერთი აჯანყების შესახებ მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი ტაციტე. ტაციხეს გადმოცემით, აჯანყება მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს დროს. აჯანყება დაიწყო ტრაპეზუნტიდან და მალე გავრცელდა კოლხეთის დანარჩენ სანაპიროზეც. აჯანყებას ანტირომაული ხასიათი ჰქონდა; აჯანყებას მეთაურობდა ანიკეტი. ამ აჯანყებას მიუპყრია ვესპასიანეს ყურადრება. იმპერატორს გამოუგზავნია ძლიერი ჯარები, რომლებსაც დაუმარცხებიათ აჯანყებულები.
 
რომაელებს რეგიონის საკონტროლებლად ჯარი ჩაყებენული ჰყავდათ სატანადოდ შერჩეულ ციხე-სიმაგრეებში. ასეთი ჯარები იყო ტრაპეზუნტში, ფაზისში, დიოსკურიაში, პიტიუნტში... და სხვა. მათ აფსარის ციხეშიც ყოლიათ ჯარები. არიანე წერს: „მივედით აფსარში, სადაც ჩაყენებულია ხუთი კოჰორტა.“ აფსარის ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის. იგი დარაჯობდა ჭოროხის შესარტავის მარცხენა მხარეს.
Line 96 ⟶ 93:
ის რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობსიტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში (Numeri tendents in Ponto Absaro) დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის (praepositus) თანამდებობას<ref>Элицкий, Из исторической географии древней Колхиды, Вестник древней истории. 1938. II, стр. 310</ref>.
 
პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ<ref>De bello gothico, VIII 2, გეორგიკა, II, 95.</ref>. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე<ref>აგათა სქოლასტიკოსი, «Византийский Временник», 1950, III, стр 312</ref>. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.
 
აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით<ref>Chronicon Paschale, გეორგიკა, IV, ნაკვეთი I, გვ. 10</ref>. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა.
 
აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი [[იოანე საბანისძე]] დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.
 
ამ რეგიონში აღმოცენდა [[კოლხური კულტურა|კოლხური]] ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: [[დაიაენი]] და [[კულხა]] (ძვ.წ. XIII-VIII სს.)
 
უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ [[პლინიუს უმცროსი|პლინიუს სეკუნდუსს]] (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია ''აფსარუნტის'' სახელით. [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება [[არგონავტები]]ს ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]] ვაჟის [[აფსირტე]]ს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს გადმოცემით:
{{ციტატა|ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს [[გონიოს ციხე|გონია]], მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქორონიკონსა ჩფმზ, ქართულსა სლე (235)<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 323</ref>.}}
 
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ [[რომის იმპერია]], შემდეგ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტია]] და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები ([[გენუა]] და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
 
გვიან შუა საუკუნეებში გონია და [[რკინის პალო]]ს მთის აქეთური [[ჭანეთი]] ხან [[ჯაყელები|ჯაყელთა]] მფლობელობაშია და ხან — [[ვარდანიძეები]]ს.
 
[[1547]] წელს ჭანეთი გონიითურთ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] დაიპყრეს. ვარდანიძე-გურიელთა ბრძოლას გონია-ჭანეთის გამოხსნისათვის შედეგი არ მოჰყოლია. თურქთა მფლობელობაში დარჩა [[1878]] წლამდე, როდესაც [[სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება|სან-სტეფანოს ზავი]]თ აჭარასთან ერთად [[რუსეთის იმპერია]]ს გადაეცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გონიოს_ციხე“-დან