ჩინგიზ-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: იმის შემდეგ, რაც → მას შემდეგ, რაც using AWB
ხაზი 30:
 
== წარმომავლობა ==
[[მონღოლების საიდუმლო ისტორია|„საიდუმლო ისტორიის“]] თანახად ჩინგიზ-ყაენის წინაპარი იყო [[ბორტე-ჩინო]], რომელიც დაუნათესავდა გოა-მარალს და დასახლდა [[ხენტიი]]ში (ჩრდილო-აღმოსავლეთი მონოლეთი) [[ბურხან-ხალდუნი]]ს მთების სიახლოვეს. [[რაშიდ ად-დინი]]ს მიხედვით ეს მოხდა [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] შუა წლებში. ბორტე-ჩინოსაგან მეორე-მეცხრე თაობებში დაიბადნენ ბატა-ცაგაანი, ჩამაჩი, ხორიჩარი, უუჯიმ-ბუურალი, სალი-ხაჯაუ, ეკე ნიუდენი, სიმ-სოჩი და ხარჩუ.
 
ბორტე-ჩინოს მეათე თაობაში დაიბადა ბორჯიგიდაი-მერგენი, რომელმაც ცოლად შეირთო მონგოლჟინ-გოა. მათგან წარმოიქმნა მეთერთმეტე თაობა და საგვარეულო ხე გააგრძელა ტოროკოლჯინ-ბაგატურმა, რომელიც ცოლად ირთავს ბოროჩინ-გოას. მათგან დაიბადნენ დობუნ-მერგენი და დუვა-სოხორი. დობუნ-მერგეის ცოლი გახდა ალან-გოა, ხორილარდაი-მერგენისა და ბარგუჟინ-გოას ქალიშვილი. ასე, რომ ჩინგის-ხანის დიდი ბებია იყო ხორი-ტუმატების ტომიდან, ანუ ბურიატების ერთ-ერთი მონათესავე ტომიდან.
 
ალან-გოას სამი პატარა ბიჭი, დაბადებულები მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ითვლებიან მონღოლების წინაპრებად. მეხუთე, ყველაზე პატარა [[ბოდონჩარი]]საგან სათავეს იღებენ [[ბორჯიგინები]].
ხაზი 44:
თემუჩინი მამამისმა იესუგეიმ ცოლის მოსაძებნად წაიყვანა. ამ პერიოდში იგი მონღოლური წესით 9, ხოლო რეალურად 8 წლის იყო. იგი დანიშნეს 11 წლის [[ბორტე]]ზე, რომელიც უნგირატის ტომის წარმომადგენელი იყო. საცოლის გამოსასყიდად მის ოჯახში სამუშაოდ დარჩა თემუჩინი. შინ მიმავლი იესუგეი კი თათართა ბანაკს გადაჰყრია. „საიდუმლო ისტორიის“ მიხედვით იესუგეი თემუჩინ-უგის მკვლელობის გამო თათრებს მოუწამლავთ. შხამისაგან დაუძლურებული იესუგეი დაბრუნდა საკუთარ ბანაკში და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. იესუგეის ორი ცოლი და ათ წლამდე ასაკის შვიდი შვილი დარჩა. ტაიჩიუდის გვარის წარმომადგენლებმა ტომიდან მოკვეთეს იესეგუის ოჯახობა და მათი ავლა-დიდება მიისაკუთრეს. რამდენიმე წელი ქვრივები შვილებთან ერთად სრულ სიღარიბეში ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას, იკვებებოდნენ ხის ფესვებით, ველური მცენარეების ნაყოფითა და თევზით<ref>ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 51</ref>.
 
ტაიჩიუდის ტომის ბელადმა და თემუჩინის შორეულმა ნათესავმა, ტარგუტაი-კირილტუხმა თავი იმ მიწების მფლობელად გამოაცხადა, რომელიც ოდესღაც თემუჩინის მამამ დაიპყრო. ტარგუტაის ეშინოდა თემუჩინის შურისძიებისა და მისი დევნა დაიწყო. მისი შეიარაღებული რაზმი თავს დაესხა იესეგუის ოჯახის სადგომს. თემუჩინმა გაქცევა შეძლო, მაგრამ იგი დაიჭირეს და ტყვედ ჩაიგდეს. ტაიჩიუდების ტომელებმა ის მთავარ ბანაკში წაიყვანეს და მას კანგი (უღლის მსგავსი ხუნდები) დაადეს. იგი სიარულში ხელს არ უშლიდა, მაგრამ დამოუკიდებლად ჭამა-სმა არ შეეძლო, თუმცა თემუჩინმა ტყვეობას თავი დააღწია. მის მომვლელ ფიზიკურად სუსტ ბიჭს ხუნდები ძლიერად ჩასცხო და ხუნდებიანად მდინარის ლელქაშებში ჩაიმალა. ტაიჩიუდებმა მას ძებნა დაუწყეს, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთმა მისმა კეთილისმყოფელმა სორგან-შირამ თემუჩინი აღმოაჩინა, თავის ოჯახში წაიყვანა ხუნდები მოხსნა და დაწვეს, თვითონ კი მატყლის გროვაში დამალეს. ტაიჩიუდების წასვლის შემდეგ სორგან-შირამ ცხენზე შესვა თემუჩინი და მშობლიურ მხარეში გაამგზავრა (მოგვიანებით სორგან-შირას შვილი [[ჩილაუნი]], მისი ოთხი [[ნუკერი]]დან ერთ-ერთი გახდა). თემუჩინის დაბრუნების შემდეგ ბორჯიგინებმა საცხოვრებელი ადგილი მიატოვეს და სხვა ადგილზე გადავიდნენ საცხოვრებლად და ტაიჩიუდებმა ვერ შეძლეს მათი პოვნა<ref>ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 58</ref>.
 
11 წლის ასაკში თემუჩინი დაუმეგობრდა ჯამუკას, რომელიც ორჯერ გახდა მისი ძმადნაფიცი. რამდენიმე წლის შემდეგ თემუჩინმა ცოლად შეირთო ბორტე (ამ პერიოდისათვის თემუჩინის დაახლოებულთა ბანაკშია [[ბოორჩუ]], რომელიც მის ოთხ ნუკერს შორის ერთ-ერთია). ბორტეს მზითვი იყო სიასამურის ქურქი. თემუჩინი მალევე გაემგზავრა სტეპების ბელად, კერეიტების ტომის მმართველ [[ვან-ხანი|ვან-ხანთან]] (ტოორილ-ხანი), რომელიც იყო იესეგუის ძმადნაფიცი (ანდო). შეახსენა მას მამამისთან მეგობრობა და საჩუქრად მიართვა ბორტეს მიერ მზითვში მოყოლილი სიასამურის ქურქი. ამ პერიოდში ერთმა მონღოლმა მოხუცმა მას მსახურად თავისი შვილი ჯელმე გადასცა, რომელიც შემდეგ მისი ერთ-ერთი მხედართმთავარი გახდა.
 
=== ბრძოლა ჰეგემონიისათვის სტეპში ===
ტოორილ-ხანის დახმარებით თემუჩინის ძალები თანდათანობით გაიზარდა. მასთან თავი მოიყარეს ნუკერებმა. იგი თავს ესხმოდა მეზობელ ტომებს, აფართეობდა და აძლიერებდა სამფლობელოს. სხვა დამპყრობლებისაგან ერთი თვისებით გამოირჩეოდა, ბრძოლის დროს ცდილობდა სიცოცხლე შეენარჩნებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის, რათა შემდეგში ისინი თავის სამსახურში ჩაეყენებინა.
 
თემუჩინის პირველი სერიოზული მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ მერკიდები, რომლებიც მოქმედებდნენ ტაიჩიუტების მხარდაჭერით. მერკიდებმა გადაწყვიტეს ოელუნის მოტაცებისათვის შური ეძიათ. ისინი მოხუცი ოელუნის დასაბრუნებლად კი არა, თემუჩინის ახალგაზრდა ცოლის ბორტეს წასაყვანად მოვიდნენ<ref>ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 62</ref>. მერკიდებს ბანაკი ცარიელი დახვდათ, მაგრამ თავდამსხმელებმა მალევე იპოვეს ოთხთვალაში ჩამალული ბორტე, რომელიც ამ პერიოდში სავარაუდოდ, ფეხმძიმედ იყო და ელოდებოდა პირველ შვილს [[ჯუჩი]]ს.
 
[[1184]] წელს თემუჩინმა ვან-ხანისა და მისი კერეიტების ტომის დახმარებით მერკიდები გაანადგურა. ბრძოლა მოხდა მდინარე [[სელენგა]]სთან დღევანდელი [[ბურიატეთი]]ს ტერიტორიაზე. ბრძოლის შედეგად თემუჩინმა [[ბორტე]] დაიბრუნა<ref>ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი და ახალი სამყაროს დაბადება, თბ., 2012, გვ., 68</ref>.
 
===უთანხმოება ჯამუკასთან და დამარცხება დალან ბალზუთთან===
იმისმას შემდეგ, რაც ჯამუკასა და თემუჩინის მეგობრობას შორის ბზარი გაჩნდა, მათ დაიწყეს ძალების განმტკიცება და მალე ერთმანეთის მეტოქეებიც გახდნენ. ჯამუკა მხარს უჭერდა ტრადიციულ მონღოლურ არისტოკრატიას, როდესაც თემუჩინი მისდევდა ღირსეულ მეთოდს და იზიდავდა განსაკუთრებით დაბალი კლასის საზოგადოებას. <ref>Hildinger 1997, pg. 113.</ref> მისი წინანდელი დამარცხების გამო მერკიტებთან, თემუჩინი გაძლიერებას შეუდგა. <ref name=Hildinger>Hildinger 1997, pg. 114</ref> [[1186]] წელს თემუჩინი მონღოლთა ხანად აირჩიეს. თუმცა ჯამუკა დაემუქრა თემუჩინს, რომ შეაჩერებდა მის ამბიციებს. [[1187]] წელს მან სამი ათასიანი ჯარით თავის ყოფილ მეგობარს შეუტია. თემუჩინმა სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი მის მომხრეებთენ ერთად ჯამუკას წინააღმდეგ, თუმცა იგი საბოლოოდ დამარცხდა დალან ბალზუთის ბრძოლაში. <ref name=Hildinger /><ref name=Lane1>Lane 2004, pg. xxvii</ref> ჯამუკა შეაძრწუნა იმ ხახლმა, რომლებიც მის მეტოქეს აქებდნენ. ესინი იყვნენ ტყვედ აყვანილი 17 ახალგაზრდა კაცი, რომლებიც თემუჩინის პოტენციური მიმდევრები და მისი არჩეული მსახურები იყვნენ. <ref>{{cite book|last1=Jack|first1=Weatherford|title=Genghis Khan and the Making of the Modern World|date=2005|publisher=Crown|isbn=9780307237811|accessdate=28 January 2015}}</ref> თოღრულის, როგორც თემუჩინის ერთგული მსახური, [[ყარახატაელების სახელმწიფო]]ში გადაასახლეს. ინფორმაცია თემუჩინის ცხოვრების მომდევნო 10 წელიწადის შესახებ გაუგებარია, რადგან ისტორიული ჩანაწერები არაფერს წერენ იმ პერიოდზე.
 
===ძალაუფლების დაბრუნება===
დაახლოებით [[1197]] წელს ძინმა განახორციელა შეტევა მათ ფორმალურ ვასალზე, თათრებზე ხერიეიდების და მონღოლების დახმარებით. თემუჩინის თავის ჯარს სათავეში ედგა და შემგდომში გამარჯვების გამო მან და თოგულმა ძინისგან მაღალი პოზიციები მიიღეს.<ref name=Lane2>Lane 2004, pg. 23</ref> ძინმა თოღულს ონგ ხანის წოდება მიანიჭა, ხოლო თემუჩინს — ჯაუთ ქურის.<ref>{{cite book|last1=Biran|first1=Michal|title=Genghis Khan|date=2012|publisher=[[Oneworld Publications]]|location=London|isbn=9-781-78074204-5|page=35|url=https://books.google.com/books?id=ndPZAQAAQBAJ&printsec=frontcover#v=onepage&q&f=false}}</ref>
 
მონღოლთა კავშირის მთავარი ოპონენტი [[1200]] წლისთვის იყვნენ დასალვეთში მცხოვრები [[ნაიმანები]], ჩრდილოეთში მცხოვრები მერკიტები, სამხრეთით მცოხვრები [[თანგუთები]] და აღმოსავლეთით მყოფი [[ძინის დინასტია (1115-1234)|ძინის დინასტია]]. თემუჩინის მმართველობის და მეტოქე ტომების დაპყრობის დროს, თემუჩინმა დაარღვია მონღოლური ტრადიცია რამდენიმე გადამწყვეტ საკითხში. ის ადამიანში აფასებდა არა მის წარჩინებულ წარმოშობას, არამედ დამსახურებას და ერთგულებას. <ref name="Weatherford, Jack 2004 44">{{cite book|author=Weatherford, Jack|title=[[Genghis Khan and the Making of the Modern World]]|page=44|publisher=[[Three Rivers Press]]|year=2004|isbn=0-609-80964-4|chapter=[http://www.cse.iitk.ac.in/~amit/books/weatherford-2004-genghis-khan-making.html 2: Tale of Three Rivers]}}</ref>
 
==ჩინგიზ-ყაენის გენეალოგიური ხე ==
{{Familytree| ОЭ |~|~|~|~|~|~|y|~|~|~|~|~|~| ЕС |y| СОЧ |ЕС=[[იესუგეი]]|ОЭ=[[ოელუნი]]|СОЧ=სოჩიხელი}}
{{Familytree| | | | | |,|-|-|-|+|-|-|-|v|-|-|-|.| |`|-|v|-|-|-|.|}}
{{Familytree| БОР |y| ЧИН | | ДЖУ | | KHA | | TEM | | BEL | | BEK |BEL=[[ბელგუტეი]]|BEK=[[ბექთერი]]|ДЖУ=[[ხასარი]]|KHA=[[ხაჩიუნი]]|TEM=[[ტემუგე]]|ЧИН=თემუჩინი<br>('''[[ჩინგიზ-ყაენი]]''')|БОР=[[ბორტე]]|}}
{{Familytree| |,|-|^|-|-|-|-|-|-|-|-|-|v|-|-|-|-|-|-|-|v|-|-|-|-|-|-|-|-|.|}}
{{Familytree| JOC | | | | | | | | | | CHA | | TUR |y| OGE | | | SOR |y| TOL |CHA=[[ჩაღათა-ხანი]]|OGE='''[[უგედეი]]'''|JOC=[[ჯუჩი]]|SOR=[[სორღაღტანი]]|TOL=[[ტოლუი]]|TUR=[[დორეგენე]]}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩინგიზ-ყაენი“-დან