რუალა ბედუინები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურ → ფაქტობრივ (2) using AWB
No edit summary
ხაზი 79:
XVIII, XIX და XX საუკუნეებში სამწყემსე მეურნეობასთან ერთად, რუალა ბედუინების ეკონომიკის დიდ ნაწილს შეადგენდა პირუტყვის დარბევა, რითაც ხდებოდა აქლემებისა და სხვა სასარგებლო ცხოველების თავიდან გადანაწილება. ძირითადად ეს პროცესი ამ ცხოველების შედარებით ღარიბ ადგილებში გადანიწელბას უწყობდა ხელს. ასეთი ტიპის რბევები უმსხვერპლოდ მიმდინარეობდა, სანამ XIX საუკუნის ბოლოს არ გავრცელდა უფრო დახვეწილი სასროლი იარაღი. ამის შემდეგ თითქმის ყველა ესეთი რბევა ფატალურად მთავრებოდა. შემდგომ პერიოდში, როდესაც უკვე ავტომობილები გავრცელდა და ხალხი მიხვდა, რომ ის გადაადგილების უფრო მოსახერხებელი ფორმა იყო, ვიდრე აქლემი, რბევის ეკონომიკურმა ფასმა ძალზედ დაიწია. 1935 წელს კი საუდის არაბეთის მთავრობამ რბევა ოფიციალურად აკრძალა.<ref name=":4" />
 
1912 წლიდან 1932 წლამდე საუდის არაბეთის მთავრობამ ბედუინებს მიწები დაურიგა, თუმცა ეს მიწები ძალზედ ცუდად იყო წყლით უზრუნველყოფილი, შესბამისადშესაბამისად რუალას ხალხმა აქცენტი ცხვრის ტრანსპორტირებასა და მათ გაყიდვაზე გააკეთა. ბევრი მამაკაცი კი სამეფო დაცვას შეუერთდა.
 
1920 წლამდე რუალას ხალხი აწარმოებდა რძეს, ტყავსა და აქლემის ხორცს. აგრეთვე მცირე რაოდენობა ხალხისა ცხოველების ბეწვისგან ამზადებდნენ სხვადასხვაგვარ ქსოვილებს. რამდენიმე ოჯახი ქალაქებში მიწებს ფლობდა, სადაც მათ სხვადასხვა კულტურა მოყავდათ. სამუშაო ძალად ძირითადად მონებსა და უბრალო გლეხებს იყენებდნენ, რადგან რუალას ხალხი მემცენარეობაში მოისუსტდებდა. 1960 წელს აქლემების ჯოგები საგრძნობლად შემცირდა, რისი მიზეზიც გვალვა და დაავადებები გახდა.