არმაზისხევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''არმაზისხევი''', ძველი [[მცხეთა|მცხეთის]] ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების ([[პიტიახში|პიტიახშების]]) რეზიდენცია, მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევისა და მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] შესართავთან. მოიცავს [[მარტაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები|მარტაზისხევის]], სანგრისხევის და, საერთოდ, არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს.
 
არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხეა. „დიდი მცხეთის“ ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება. არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები 1937-1946 წლებში ჩატარდა. აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, კრიმიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ქვის სამარხები. აგრეთვე ერისთავთა სასახლის კომპლექსის ნანგრევები, [[არმაზისხევის აბანო]], წყალსადენის ნაშთევბი, კერამიკური სახელოსნო და მარანი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არმაზისხევი“-დან