ჩრდილოეთ კორეის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
 
==ომისშემდგომი პერიოდი==
1954-1956 წლების სამწლიანიომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის სამრეწველო პოტენციალი ომამდელ დონეს გაუტოლდა. ამას მოჰყვა მრეწველობის განვითარების ჯერ ხუთწლიანი (1957-1961 წლების) და შემდეგ შვიდწლიანი (1961-1967 წლიანი) გეგმები. ამ წლებში [[კსდრ]] განაგრძობდა სამრეწველო სიმძლავრეების განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა [[სტაგნაცია]]ს განაგრძობდა. უფრო და უფრო გაღრმავდა უფსკრული ქალაქსა და სოფელს შორის.
 
1956 წელს, როდესაც კიმ ირ სენი დაბრუნდა უცხოეთიდან, კორეის შრომის პარტიის ცკ-ის პლენუმზე ის მოწინააღმდეგე ”იანანის დაჯგუფების” რამდენიმე წევრმა მწვავედ გააკრიტიკა და პირდაპირ დაადანაშაულა პიროვნების [[კულტი]]ს შექმნაში. ოპოზიციონერებს მიუსაჯეს შინაპატიმრობა, მაგრამ მათ მოახერხეს [[ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა]]ში გაქცევა.
 
ამ მოვლენის შემდეგ, კორეის შრომის პარტიის ცკ-ის მუდმივმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება — კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა საერთო-სახალხო და საერთო-პარტიულ მოძრაობაში. ამ დადგენილებით სათავე დაედო 1957-1960-ანი წლების მასობრივ რეპრესიებს ჩრდილოეთ კორეში. დაახლოებით 2500 ადამიანი ჩამოახრჩვეს. ჩამოხრჩობა გახდა საჯარო. ბევრი დაისაჯა შედარებით მსუბუქი სასჯელის ფორმებით.
 
1960-ანი წლებიდან დაიძაბა პოლიტიკური ურთიერთობები [[ჩინეთი|ჩინეთსა]] და [[სსრკ]]ს შორის. ამ დაპირისპირებაში [[კსდრ]] მხარი დაუჭირა ჩინეთს. შედეგად სსრკ-მ შეამცირა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. თუმცა კიმ ირ სენი მხარს არ უჭერდა [[მაო ძე დუნი|მაო ძე დუნს]] ე.წ. „კულტურულ რევოლუციაში“. კიმი ამ ღონისძიებას რეგიონისათვის საშიშ ღონისძიებად მიიჩნევდა.
 
სსრკ-სტან გართულებული ურთიერთობის გამო, კიმ ირ სენმა შეიმუშავა ე.წ. ჩუჩხეს პოლიტიკა, რომელიც მიიღეს 50-ანი წლების ბოლოს. ჩუჩხე გახდა სახელმწიფო იდეოლოგია, რაც ითვალისწინებდა საშინაო პოლიტიკაში ყველა პრობლემის გადაწყვეტას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.
 
ომისშემდგომ წლებში აყვავდა კიმ ირ სენის კულტი, რომელიც გამოცხადდა [[მარქსი|მარქს]]-[[ენგელსი|ენგელს]]-[[ლენინი|ლენინ]]-[[სტალინი]]ს მემკვიდრედ.
 
==მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი==
70-ან წლებში სახელმწიფო ეკონომიკის ზრდა შეფერხდა და [[რეგრესი]]ც კი განიცადა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა.