ერნან კორტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
==მწუხარების ღამე და ტენოჩტიტლანის დაცემა==
{{მთავარი|მწუხარების ღამე}}
ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ყავდათჰყავდათ არჩეული – [[კუიტლაუაკი]]. სულ ცოტა ხნის შემდეგ, [[აცტეკები|აცტეკებმა]] ალყა შემოარტყეს [[მონტესუმა II|მონტესუმას]] სასახლეს, სადაც [[ესპანელები]] იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
 
ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერნან_კორტესი“-დან