ტიია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ცოლად მოიყვანა → ცოლად შეირთო using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Teje.jpg|250px|მინიატიურა|ტიიას ბიუსტი ბერლინის ეგვიპტის მუზეუმიდან.]]
'''ტიია''' ([[ძვ. წ. 1398]]- [[ძვ. წ. 1338||1338]] წწ.) — ეგვიპტის ფარაონის [[ამენჰოტეპ III]]-ის მთავარი მეუღლე, მან დიდი ზეგავლენა მოახდინა თავის შვილზე [[ამენჰოტეპ IV]]-ზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] რელიგიურ ცხოვრებაში. ითვლება რომ ტიია არ ეკუთვნის სამეფო ოჯახს, მაგრამ ხანდახან მის დედას მოიხსენიებენ, როგორც დედოფალ [[იაჰმე-ნეფერტარი]]ს შთამომავალს. ტიიას მამის იუიას წარმოშობა არ არის ცნობილი, რაც ცალკეულ ეგვიპტოლოგებს აძლევს საფუძველს იმსჯელონ მის სემიტურ წარმოშობაზე. ზოგიერთ ცნობარებში მიუთთებენ, რომ იუია იყო წარმოშობით ეგვიპტის ქალაქიდან ახნინიდან, ანუ [[ზემო ეგვიპტე|ზემო ეგვიპტიდან]]. ამენხოტეპ III ცოლად მოიყვანაშეირთო ტიია, მემკვიდრე ორი წლის შემდეგ ეყოლათ. ამენხოტეპ III-ს და ტიიას ყავდათ ექვსი შვილი ერთ-ერთი მათგანი იყო [[ეხნატონი]] (ამენჰოტეპ IV) , რომელიც [[ძვ. წ. 1364]] წელს გახდა ფარაონი და დაამკვიდრა [[ატონი]]ს კულტი.
 
ზოგიერთი შემონახული ცნობარიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ ტიიას დიდი ზეგავლენა ჰქონდა თავისი მეუღლის სამეფო ტახტზე, ის აქტიურად მონაწილეობდა არა მხოლოდ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრეაბში არამედ აქტიურად მონაწილეობდა დღეობებზე და ცერემონიალებზე, ყოველთვის თან დაჰყვებოდა თავის მეუღლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იგი ესწრებოდა სახელმწიფო ღონისძიებებს და დიდებულები აქებდნენ მას. შემორჩენილია წერილი რომელსაც [[მითანი]]ს მეფე [[თუშრათა]] ამენხოტეპ IV-ს წერდა. წერილი ადასტურებს, რომ ტიია დიდ როლს ასრულებდა [[ამენჰოტეპ III]]-ის პოლიტიკაში.
 
ხაზი 11:
== სამარხი და მუმია ==
[[ფაილი:TheElderLady-61070-FrontView-PlateXCVII-TheRoyalMummies-1912.gif|thumb|200px|left|ტიიას მუმია, ინახება კაიროში, ეგვიპტის მუზეუმში]]
სავარაუდოდ, თავდაპირველად ტიია დაკრძალეს ეხნატონის სამარხში, რომელიც მდებარეობს ახეტატონში. დამარხულია შვილთან ეხნატოთან და შვილიშვილთან [[მაკეტეტონი|მაკეტეტონთან]] ერთად.
 
ატონის კულტის დამხობის შემდეგ მეფის მუმიები გამოიტანეს ახეტატონიდან და გადაასვენეს მეფეთა ველზე საფლავი [[KV55]]. იქ აღმოაჩინეს ნაწერები რომელიც ეკუთვნოდა ტიიას მოოქროვილი გამოსახულებით. მუმიის ფრანგმენტები თავდაპირველად ეგონათ ქალის ხოლო შემდეგ იქნა გამოკვლეული და აღმოჩნდა მამაკაცის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიია“-დან