კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურ → ფაქტობრივ using AWB
ხაზი 81:
==გეოგრაფია და ტოპონიმიკა==
[[ფაილი:Map_of_Colchis,_Iberia,_Albania,_and_the_neighbouring_countries_ca_1770.jpg|მინი|მარცხნივ|ანტიკური ხანის კოლხეთი, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დაბეჭდილია ლონდონში, 1770.]]
კლასიკურ ავტორთა თანახმად, კოლხეთის ტერიტორია ესზღვრებოდაესაზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს ([[შავი ზღვა]]) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდინარე [[ბზიფი]]), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია მდებარეობდა, აღმოსავლეთით [[იბერია]]სა და მცირე კავკასიის მთაგრეხილს, ხოლო სამხრეთით [[სომხეთი|სომხეთს]]. ავტორების მიხედვით მცირე განსხვავებაა თუ რამდენად ვრცელდებოდა კოლხეთის ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთზე: [[სტრაბონი]]ს მიხედვით კოლხეთი იწყებოდა [[ტრაპიზონი|ტრაპიზონთან]], ხოლო [[პტოლემე]]ს მიხედვით [[პონტუსი]] მდინარე ფაზისამდე ადიოდა. [[პიტიუსი]] კოლხების ბოლო ქალაქი იყო ჩრდილოეთში.
 
სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია [[ესქილე]]სა და [[პინდარე]]ს მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას სახელით „[[აია (მითოლოგია)|აია]]“ მოიხსენიებენ, ადგილი სადაც მითიური მეფე [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტი]] ცხოვრობდა. მთავარი მდინარე იყო [[ფაზისი (მდინარე)|ფაზისი]] (ამჟ. [[რიონი]]), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო [[დიოსკურია]] (რომ.: სებასტოპოლისი, ამჟ.: [[სოხუმი]]), სარაპანა (ამჟ. [[შორაპანი]]), ფაზისი (ამჟ.: [[ფოთი]]), პიტიუსი (ამჟ. [[ბიჭვინთა]]), აპსაროსი (ამჟ. [[გონიო]]), სურიუმი (ამჟ. [[ვანი]])<ref>ნოდარ ასათიანი, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი ჯამბურია, გიორგი ოთხმეზური, ოთარ ჯაფარიძე. ''საქართველოს ისტორია (X კლასის სახელმძღვანელო)'' - თბილისი, “ცისარტყელა”, 2001. გვ. 33</ref>, არქეოპოლისი (ამჟ. [[ნოქალაქევი]]), საქალაქო დასახლება უნდა არსებულიყო დღევანდელი ქუტაისის მიდამოებშიც. სკილაქსი ასევე აღნიშნავს მალას ან მალეს, რომელიც, მისი აზრით, მედეას დაბადების ადგილი უნდა ყოფილიყო.