Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 118:
მათი აზრით, მტკიცებულება, არ იყო დასაბუთებული არანაირი გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი მასალებით. ისინი წერდნენ, რომ გადახედეს ვულპოვის თავქარიან ტაკსონომიურ შეთავაზებას (გვარის სახელით "საჰელპითეკუსი"), რომელიც არ ითვალისწინებდა ახალი გვარის შექმნისთვის ტიპის სახეობისა და აღწერის მოთხოვნებს. ბრუნე და მისი თანამოაზრეები არ იზიარედბნენ მოსაზრებებს ტოუმაის მორფოლოგიაზე და ფილოგენობაზე.
 
მათ განაცხადეს, რომ რადგან ტოუმაის ნაშთები მიეკუთვნება მათთვის ცნობილი ჰომინიდების ყველაზე ძველ წინაპარს, არ იყო გასაკვირი ის, რომ ვულპოვი ამ პრიმიტიულ დასკვნამდე მივიდა. თანამდროვეთანამედროვე სისტემატური პრაქტიკის თანახმად, პილოგენეტიკური კავშირების დასამყარებლად, ბრუნემ თქვა, რომ გამოიყენა ახალი ინფრომაცია (და არა საერთო პრიმიტიული წყაროები). მისი აზრით, ვინც ყურადღებას არ აქცევს ახალ ინფორმაციას და განიხილავს მხოლოდ პრიმიტიულ წყაროებს, ბოლოს და ბოლოს დაასკვნის იმას, რომ ადრეული ჰომინიდები, ორორინის ჩათვლით, თანამედროვე მაიმუნების ნათესავები არიან. ამაზე არ კამათობდნენ ჰაქსლისა და დარვინის დროიდან. ვულპოვის და სხვებისგან ამ პრიმიტიული წყაროების გამოყენება და ტოუმაის ნათესაობაზე არგუმენტირებულ მტკიცებულებაში ეჭვის შეტანა მოკლებული იყო გონივრულობას.
 
ბრუნეს აზრით, ვულპოვმა და სხვებმა თავის ქალის სახის და ძირის განხილვისას რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. მაგალითს, არასწორად აღწერეს ჩადენსისის სახის კონფიგურაცია და გამოაცხადეს, რომ თვალზედა ძვლის ზომა პირდაპირაა დაკავშირებული უკანა საღეჭი კბილების ზომასთან და ღეჭვის ძალასთან. ამავდროულად, ექსპერიმენტებისა და ცდების მეშვეობით დამტკიცდა რომ, ორთოგნატიკურსა და პროგნატიკურ პრიმატებში ღეჭვით გამოწვეული წარბების თაღებზე ზეწოლა ყოველთვის ძალიან მცირეა დატვირთვაზე ძვლოვანი რეაქციის გაჩენისთვის. ამის მაგივრად, წარბების თაღები იზრდება თავის ქალის საფუძვლის მიმართ სახის პროექციის გამო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sahelanthropus“-დან