ელექტროლიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ელექტროლიტში ჩავუშვათ ორი [[გამტარი]] ფირფიტა და შევაერთოთ ისინი [[მუდმივი დენი]]ს წყაროს [[ბატარეა|ბატარეის]] [[პოლუსი|პოლუსებთან]]. მაშინ ელექტროლიტში შეიქმნება ერთგვაროვანი [[ელექტროსტატიკური ველი]], რომელიც გამოიწვევს იონების მოწესრიგებულ მოძრაობას, შესაბამისი ელექტროდებისაკენ. დადებითი იონები მივლენ უარყოფით პოლუსთან შეერთებულ ელექტროდთან ([[კათოდი|კათოდთან]]), ხოლო უარყოფითი იონები დადებით პოლუსთან შეერთბულ ელექტროდთან ( [[ანოდი|ანოდთან]]). დადებითი იონები კათოდთან შეხებისას შეიძენენ დაკარგულ [[ელექტრონი|ელექტრონებს]] და გადაიქცევიან [[ნეიტრალური ატომი|ნეიტრალურ ატომებად]]. უარყოფითი იონები ანოდთან შეხებისას ანოდს გადასცემენ ზედმეტ ელექტრონებს და გადაიქცევიან მოლეკულებად ან ნეიტრალურ ატომებად. ანოდზე გადასული ელექტრონები დენის წყაროს მეშვეობით გადაიტანება კათოდზე და უერთდება იქ მისულ დადებით იონებს. ამ პროცესის დროს კათოდზე გამოიყოფა ნივთიერების ნეიტრალური ატომები.
 
== ფარადეის პირველი კანონი ==
[[1832]] წელს [[ფარადეი, მაიკლი|ფარადეიმ]] შეამჩნია, რომ რაც უფრო დიდხანს გადიოდა ელექტროლიტში მუდმივი დენი, მით მეტი ნივთიერების რაოდენობა გამოიყოფა არჩეულ ერთ-ერთ ელექტროდზე. ე.ი. გამოყოფილი მასა დენის დინების დროის პროპორციული აღმოჩნდა. იმის შესასწავლად თუ როგორ იყო დამოკიდებული ელექტროდზე გამოყოფილი ნივთიერების მასა დენის ძალის სიდიდეზე, ფარადეიმ დენი გაატარა A, a, B და C ჭურჭელში მოთავსებულ სრულიად ერთნაირი კონცენტრაციისა და გვარობის ელექტროლიტებში
რადგან B და C ჭურჭელში ჩასხმული ელექტროლიტები წრედში პარალელურად არიან ჩართული და მათ საერთო წინაღობა აქვთ, ამიტომ
:I2=I3=I/2 , I1=2I2=2I3 .
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელექტროლიზი“-დან