ქაშვეთის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა (3) using AWB
ხაზი 23:
| განედი =41.697962
}}
'''თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია''' — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი [[თბილისი|თბილისში]]. აგებულია [[1904]]-[[1910]] წლებში ძველი ეკლესიის ადგილზე.
 
==ისტორია==
ხაზი 44:
XVIII საუკუნის შუა წლებში ეკლესია უკვე ვეღარ იტევდა მრევლს და მისი წინამძღვრის, დეკანოზ ფილიპე მაკარიძე-არჯევანიძის ლოცვა-კურთხევით და მისი სულიერი შვილის, დიდი ქართველი თავადის [[გივი ამილახვარი]]ს მატერიალური ხელშეწყობით წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის გვერდით ახალი ეკლესიის აგება გადაწყდა. მიტროპოლიტ [[ქრისტეფორე თბილელი]]ს [[1753]] წლის სიგელის მიხედვით “ამილახორმა გივმა თავის სადღეგრძელოთ და სასულიეროდ დიდის გულსმოდგინებითა და საფასეთა წარგებითა დაშვრა და შენი წმინდა ეკლესია საძირკვლით ახლად აღაშენა, გალავანი შემოავლო, განავრცელა და შეამკო”.
 
ეკლესია მთლიანად ქართული კვადრატული აგურით იყო ნაგები, კედლებში სიმაგრისთვის ჩადგმული იყო ოთხკუთხედად გათლილი მუხის მორები. იატაკი აგურის ქონდაჰქონდა, გადახურვა – კრამიტის. ტრაპეზი მთლიანი ქვისგან იყო გამოთლილი, ხოლო კანკელი ხისგან იყო დამზადებული. ხატები — ტილოზე ზეთის საღებავებით დაწერილი. ტაძარში ორი შესასვლელი კარი ჰქონდა, ერთი - დასავლეთ ნახევარწრის შუაში და მეორე — იქ სადაც ეს წრე უერთდებოდა სამხრეთის ნახევარწრეს.
 
გივი ამილახვარმა ტაძარს ორი ზარი შესწირა ერთნაირი წარწერებით: „ქ. შემოგწირეთ ზარი ესე მთავარმოწამეს გიორგის ქაშოეთისასა ამირახორმან გივიმან, სულისა ჩუენისა სახსრათ. ქრისტეს აქეთ ჩღნგ (1753).“
ხაზი 50:
ტაძრის დასავლეთის შვერილის კედლის თავზე დაშენებული იყო ოთხ ბოძზე დაყრდნობილი პატარა სამრეკლო.
 
ქაშვეთის ტაძრის ყელის ძირსა და სახურავს შორის განთავსებული იყო გვირაბ-გალერეა, რომელშიც სინათლე ტაძრის დიდი სარკმელების ზემოთ ოთხივე მხარეს გაჭრილი პატარა სარკმელებიდან შედიოდა. ეს გალერეა, რომელიც გარს უვლიდა გუმბათის ყელის ძირს, ომიანობის დროს თავშესაფრის როლს ასრულებდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, უბინაოდ დარჩენილ მომლოცველებს იფარებდა. გალერეა-გვირაბის ჭერი ისეთი იყო, რომ ადამიანს თავისუფლად გაევლო, ამის გამო, ტაძრის სახურავს თითქმის არ ქონდაჰქონდა დაქანება, რაც კარგ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა მნახველზე.
 
გივი ამილახვარის მიერ ციხე-კოშკად აშენებულ ეკლესიას კედლებში დატანებული ჰქონდა სამალავი და სათოფურები. ასეთ ტაძრებს რაც შეიძლება მაღლა ვიწრო სარკმლებს უკეთებდნენ, რომ მტერი შიგნით ვერ შესულიყო.
ხაზი 210:
შენობის შემადგენელი ნაწილებია — სარდაფი, პირველი სართული, ანტრესოლის სართული და ფანჩატური. სამრეკლო მოპირკეთებულია ბოლნისის მოყვითალო ფერის ტუფით და გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. სამრეკლო მოხატა მხატვარმა მამუკა გეგელაშვილმა. სამრეკლოს პირველ სართულზე განთავსდა სანათლავი.
 
[[ლეოპოლდ ბილფელდი]]ს მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძარს ქონდაჰქონდა სამი შესასვლელი კარი – სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. გარკვეული მიზეზების გამო, ტაძრის ორივე სართულს მხოლოდ სამხრეთ მხრიდან გაუკეთდა შესასვლელი კარი.
XX საუკუნის მიწურულს ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ, გაიჭრა ტაძრის დასავლეთ კედელი, [[რუსთაველის პროსპექტი]]ს მხრიდან და მოეწყო ქვაშვეთის ტაძარის მთავარი შესასვლელი.