ტანზანია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სტატია ჯერ კიდევ გასამართია. მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ორი სხვადასხვა ჩანაწერია
No edit summary
ხაზი 111:
=== დამოუკიდებლობის პერიოდი ===
[[ფაილი:Arusha Declaration Monument.jpg|მინი|[[არუშას დეკლარაცია|არუშას დეკლარაციის]] მონუმენტი.]]
1961 წლის 9 დეკემბერს დიდმა ბრიტანეთმა მიანიჭა დამოუკიდებლობა [[ტანგანიიკა (მანდატი)|ტანგანიიკას]], დღევანდელი ტანზანიის მატერიკულ ნაწილს, ხოლო 1963 წლის 10 დეკემბერს — ზანზიბარის სასულთნოს, რომელიც დამოუკიდებელი სასულთნო გახდა. მაგრამ უკვე 1964 წლის 12 იანვარს ზანზიბარში დაიწყო აჯანყება, სულთნის ხელისუფლება დაემხო, 1964 წლის 26 აპრილს [[ტანგანიიკის რესპუბლიკა|ტანგანიიკის რესპუბლიკის]]<nowiki/>ა და [[ზანზიბარის და პემბას სახალხო რესპუბლიკა|ზანზიბარის და პემბას სახალხო რესპუბლიკის]] ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ტანგანიიკისა და ზანზიბარის გაერთიანებული რესპუბლიკის შექმნის შესახებ. 1964 წლის 29 ოქტომბერს ქვეყნის სახელწოდება დამოკლდა და მას ეწოდა ტანზანია.
 
ტანზანიაში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა [[ჯულიუს ნიერერე]], გამოცხადდა ერის ჩამოყალიბების კურსი. მთელ ქვეყანაში დაიწყო ახალგაზრდების, ქალებისა და მოხუცების მონაწილეობით „ნებაყოფლობითი კამპანია“ საზოგადოებრივი ობიექტების, გზებისა და ხიდების მშენებლობაში. ეს შერწყმული იყო სამხედრო საქმის სწავლებასთან. იმავე დროს მმართველი პარტია ტაეკ-ის (ტანგანიიკის აფრიკული ეროვნული კავშირი) ბევრი ხელმძღვანელი პირი დაკავებული იყო პირადი გამდიდრებით. 1966 წელს დაიწყო სტუდენტების პროტესტები, რომლებმაც უარი განაცხადეს შეესრულებინათ შრომითი ვალდებულებები. ტანზანიის ხელისუფლებამ ეს გამოსვლები სამხედრო ძალით ჩაახშო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტანზანია“-დან