ვახტანგ ხმალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
[[1969]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფიზიკის ფაკულტეტი. 1969-1972 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ასპირანტი. 1975 წელს მიიღო დოქტორის წოდება. 1973-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, უფროს მეცნიერ თანამშრომლად; მიჰყავდა თეორიული და ზოგადი ფიზიკის სალექციო კურსები.
 
1989 წელს დაიწყო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიკაციების გამოცემა. 1989-1992 წლებში იყო პოლიტიკური ორგანიზაცია „დასის“ (დემოკრატიული არჩევანი საქართველოსთვის), ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარის მოადგილე. 1991-1992 წლებში იყო [[საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია|საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის]] თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 1992 წელს იყო [[საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო]]ს წევრი. „დასი“ 1992 წელს შეუერთდა [[საქართველოს რესპუბლიკური პარტია|რესპუბლიკურ პარტიას]]. შესაბამისად, ხმალაძე 1992-1996 წლებში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი იყო. ამავდროულად იყო [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1992)|1992 წლის მოწვევის]] პარლამენტის წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე. 1993-1995 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] შემუშავებაში. 1996 წელს ჩამოაყალიბა კავშირი „საქართველოს კონსტიტუციის დაცვის ლიგა“. 1997 წელს გაიარა [[ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი]]<nowiki/>ს საზაფხულო უნივერსიტეტის კურსი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). 1998-1999 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. [[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (1999)|1999 წლის არჩევნებში]] ის საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს [[მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს|„მრეწველების“]] სიით, ხოლო 2012 წლის არჩევნებში - თბილისის დიდუბის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ წარდგინებით. 2002-2004 წლებში იყო ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2016-2017 წლებში იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2005-2016 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური საბჭოსა და ეროვნული კომიტეტის წევრი.
 
2000 წლიდან დღემდე არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო პალატის“ პარტნიორი და არბიტრი. 2006-2015 წლებში, სხვადასხვა დროს, იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის ასოცირებული პროფესორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი. 2005 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციათა კურსებს: შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, საარჩევნო სამართალი, საქართველოს საგადასახადო სამართალი, საკანონმდებლო ტექნიკა. 2009-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი.