ფარავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
|ვიკისაწყობი =Category:Paravani Lake
}}
'''ფარავანი''' — ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა [[საქართველო|სამხრეთ საქართველოში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]. წარმოადგენს ზედაპირის ფართობით [[საქართველო]]ს უდიდეს ტბას. გაწოლილია [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, [[სამსარის ქედი|სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედებს]] შორის მდებარე ქვაბულში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2073 მ სიმაღლეზე. ფარავნის ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის მაქსიმალური სიღრმეა 3,3 მ, საშუალო სიღრმე 2,2,., წყლის მოცულობა 91 კმ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია [[ზამთარი|ზამთარში]], ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[თოვლი]]სა და [[წვიმა|წვიმის წყლით]].<ref name="ქსე">{{ქსე|10|221|ილია აფხაზავა|არა}}</ref>
 
ტბის [[ქვაბული]] წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით [[სამსარის ქედი]]დან ჩამოსული [[პლეისტოცენი|პლეისტოცენის პერიოდის]] ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით. ტბის ქვაბულის ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის [[ფლორა|მცენარეული საფარი]], რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.<ref name="cenn">[http://w3.cenn.org/cenn_projects/MC_CCA/Baseline%20Survey%20Reports/Georgia/MC_CENN_Baseline%20Survey%20Report%20of%20Ninotsminda_EU_GEO_121201.pdf ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარავანი“-დან