გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
 
ამის შემდეგ გლდანი არაერთ წყაროშია მოხსენიებული. განსაკუთრებით ხშირად იხსენიება [[XVI საუკუნე|XVI საუკუნე]]-[[XVIII საუკუნე]]ების საბუთებში<ref>საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55; ქრონიკები 1967: 86; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 363, 364, 374; 1977: 606; 1985: 16, 17</ref>. მათ შორის უნდა დავსახელოთ [[1579]] წლის საბუთი რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე კახთა მეფემ განუახლა [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველს]] გლდანში [[ღაჭიძეები]]ს შეწირულობა, სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“<ref>ჩხეიძე 1913: 46</ref>, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“<ref>ბაგრატიონი 1986: 64</ref>, XV საუკუნის სომხური ანდერძი <ref>სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 78</ref>. გლდანი იხსენიება აგრეთვე XVII საუკუნის საბუთებში ჯანდიერების ყმებისა და ავჭალის წყლის დავაზე. XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი [[ვახუშტი ბაგრატიონი]] რამდენჯერმე მოიხსენიებს ამ დასახლებულ პუნქტს „გრდანის“ სახელწოდებით: „ხოლო ხეობა გრდანისა და მდინარე მისი გამოსდის ზადაძნის შესართავს ერწოს მთას, დის გრდანამდე ჩდილოდან სამხრით“<ref>ქც 4: 537,1-3</ref>. მის მიერვე შედგენილ რუკებზე და სოფლების სიაში ორი გრდანი არის აღნიშული და კიდევ ერთი დუმაგრდანი. [[იოანე ბაგრატიონი]]ც „[[ქართლ-კახეთის სოფლების აღწერაში]]“ გრდანის სახელს მოიხსენიებს (ორი სოფელი). გრდანი აღნიშნულია [[1788]] წლის საბუთში <ref>საქართველოს სიძველენი III, 1910, გვ. 37</ref>, [[1825]] წლის სტატისტიკურ აღწერაში<ref>მოსკოვის ცენტრალური სამხედრო ისტორიული არქივის ფონდი, ვუა, №18481</ref>, [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ათეულობით რუკაზე და სხვა. [[ XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა გლდანი. ასეა [[1926]] წლის მოსახლეობის აღწერის მასალებსა და [[1930]] წლის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფაში. ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონების მიერ აღნიშული „დუმაგრდანი“ XIX საუკუნეში გამქრალა.
 
===საისტორიო წყაროები===
1903 წ. გლდანის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია ე. რესლერს (რესლერი 1906: 81-84). 1964 წ. სოფელში, მშენებლობის დროს დანგრეულა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის რამდენიმე სამკაული. 1975-1976 წწ. დედაქალაქის გლდანის საცხოვრებელი მასივის მშენებლობასთან დაკავშირებით, მასივის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ართილაყვა). გათხრებთან ერთად ექსპედიციამ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა სოფ. გლდანის, აგრეთვე მისი მიმდებარე ჯოხთანისა და ვეჯინის ხევების მიდამოებში (ართილაყვა ... 1978: 81-86; 1979: 204). 1979 წ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) მდ. ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე გათხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი და შუა საუკუნეების ნამოსახლარი (აბრამიშვილი ... 1982: 38-40).
 
1975-1976 წწ. დაზვერვების შედეგად გლდანის მიდამოებში მიაკვლეს სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის არქეოლოგიური ძეგლებს. სოფლის მახლობლად, მლაშე ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს 5 მ სიმაღლისა და 54 მ დიამეტრის ქვამიწაყრილიანი ყორღანი, რომელიც სავარაუდოდ ადრე, ან შუაბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი გამოვლინდა სოფლის აღმოსავლეთით, 1,5 კმ-ის დაშორებით, ხევძმარის მარჯვენა ნაპირას მდებარე გორაზე. იქ აღმოჩნდა შავად გამომწვარი, ნაჭდევებით, კონცენტრული ტალღოვანი და ურთიერთგადამკვეთი ხაზებით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. იმავე ხანას განეკუთვნება სოფლის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ის დაშორებით, ხევძმარის მარჯვენა ნაპირას, ადგილ დიდვაკეში და სოფლის ჩრდილოეთით, გლდანის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ საყდრისფერდში მდებარე ნასახლარები (სძა 1990: 274). გვიანბრინჯაოს ხანის შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები ცნობილია ადგილ ისმაილადან და ნასრელადან, აგრეთვე სოფ. გლდანიდან, თანამედროვე სასაფლაოს მახლობლად. იქვეა გამოვლენილი ანტიკური ხანის სამაროვანი (თბილისი 1978: 202). სოფლის ჩრდილოეთით 1 კმ-ის დაშორებით მიკვლეულია ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი, სადაც აღმოჩნდა რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტები. თანადროული ნასახლარი გამოვლინდა სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, 3-4 კმ-ის დაშორებით, ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირზე, ადგილ დიდმანიანში. ზედაპირული მასალა წარმოდგენილი იყო წითლად და მოჩალისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხებით. ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი, რომელიც ადგილ პატარა მანიანთან მდებარეობს, მიკვლეულია სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 2-3 კმ-ის დაშორებით ჯოხთანის ხევის მარცხენა ნაპირზე. იქ გამოვლინდა ნასახლარის ნაშთები, წითლად და მოჩალისფროდ გამომწვარი კერამიკის ნატეხები. ჯოხთანის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ბოგირებთან ადრე შუა საუკუნეების კიდევ ერთი ნასახლარია. შუა საუკუნეების ნასახლარის ნაშთები აღმოჩნდა ადგილ ნასრელაზე და სოფლის აღმოსავლეთით, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის მარცხენა ნაპირზე, სადაც შეიმჩნეოდა ნახშირ-ნაცროვანი ფენა და წყალსადენის წითლად გამომწვარი თიხის მილი. სოფლის ჩრდილოეთით, 2,5 კმ-ის დაშორებით, ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ზედა ვაკეში შემორჩენილია ნასახლარის ნაშთები, სადაც ზედაპირულად აიკრიფა შუა საუკუნეების თიხის ჭურჭლის ნატეხები. იმავე ხანის ნასახლარი მიკვლეულია სოფლის ჩრდილოეთით 6 კმ-ის დაშორებით, ჯვარას ხევის მარჯვენა ნაპირზე. ხევის მარცხენა ნაპირზე შუა საუკუნეების კიდევ ერთი ნასახლარია. თანადროული ნასახლარი გამოვლინდა გლდანის საცხოვრებელი მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩნდა ქვის კედლების ნაშთები და კრამიტის ნატეხები. საყდრის ფერდის ადრე შუა საუკუნეების ნასახლართან ნაპოვნია ქვის სამარხები, ადგილ ბოგირებთან გამოვლინდა აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი უინვენტარო ქვის სამარხები, რომელთაგან ზოგიერთი საოჯახოა. მიცვალებულები დაკარძალულია ქრისტიანული წესით. აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი ქვის სამარხები მიკვლეულია სოფლის აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით მოქმედ სასაფლაოებთან (სძა 1990: 274).
 
1903 წ. ე. რესლერმა სოფლიდან სამხრეთით, მდ. გლდანის წყლის მარცხენა ნაპირზე გათხარა 2,83 მ სიმაღლის ქვამიწაყრილიანი ყორღანი. ყრილის ქვეშ გამოვლინდა დასაკრძალავი ორმო, რომელსაც გარშემო რიყის ქვები შემოუყვებოდა. ორმოში მიცვალებულის ძვლები და ინვენტარი არ დადასტურდა. საკუთრივ ყორღანის ყრილში ჩაჭრილი ყოფილა მოგვიანო სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა მიცვალებულის მიმოფანტული ძვლები და თიხის პატარა ორყურა ჭურჭელი (რესლერი 1906: 80, 81).
 
ხევძმარის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი მდებარეობს გლდანის საცხოვრებელი მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე. ხევძმარის მარჯვენა ნაპირიდან 300 მ-ის დაშორებით. გათხრილი 28 ორმოსამარხიდან 25 ქვაყრილიანია. დასაკრძალავი ორმოები წრიული, ოვალური და სწორკუთხა მოყვანილობისაა. დაზიანების გამო ზოგიერთი სამარხის ორმოს ფორმის დადგენა ჭირს. ორი სამარხი კენოტაფი უნდა იყოს. ინჰუმაციურ სამარხებში, როგორც წესი, თითო მიცვალებულია დაკრძალული. №23-ში ესვენა ორი მიცვალებული. ისინი დაკრძალულია მოხრილი კიდურებით მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: შავპრიალა ქოთნები, ხელადები, ტოლჩები, ბრინჯაოს შუბისპირი, ისრისპირები, საკინძები, ნემსები, სამაჯურები, რგოლები, სარდიონის, მინისებური პასტისა და აქატის მძივები (აბრამიშვილი ... 1982: 38-40). სამარხებიდან ყველაზე ადრეულია №15 წრიულქვაყრილიანი ორმოსამარხი. დასაკრძალავი ორმო წრიული მოყვანილობისაა. მიცვალებული ესვენა მოხრილი კიდურებით მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხში აღმოჩნდა თიხის 6 ჭურჭელი და ბრინჯაოს თავხვია საკინძი. ის თარიღდება ძვ. წ. XIV-XIII სს-ით. გაცილებით გვიანდელია №20 სამარხი, რომელშიც გამოვლინდა თიხის 11 ჭურჭელი, რკინის მახვილი, ბრინჯაოსტარიანი რკინის სატევარი, შუბისპირი, ბრინჯაოს ორნამენტირებული ქამარი, ფიბულა, ნემსი, ღილაკები, ვარდული, მინისებური პასტის წვრილი მძივები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VIII ს-ით (აბრამიშვილი ... 1982: 40). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისის არქეოლოგიური მუზეუმ-საცავი).
 
1978 წ. გლდანის VII მიკრორაიონში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს მთლიანადსხმული სატევარი. მასთან ერთად ყოფილა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ძვლები. იმავე წელს ანალოგიური სატევარი გამოვლინდა V მიკრორაიონში. მას თან ახლდა ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი და დაბრტყელებულთავიანი საკინძი. ნივთებთან ერთად ყოფილა თიხის ჭურჭლის ნატეხები და ძვლები. 1985 წ. V მიკრორაიონში აღმოჩნდა ბრინჯაოს მაშა და მახათის ნატეხი. ნივთები თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
„თავკვერის“ ადრე შუა საუკუნეების ნასოფლარი მდებარეობს გლდანის საცხოვრებელი მასივის III-IV მიკრორაიონების საზღვარზე. ნასოფლარზე გამოვლინდა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და სამი ეკლესია. შენობები სწორკუთხა გეგმის მქონე რამდენიმე ოთახს (6X4 მ; 4,5X4,9 მ; 3X4,5 მ; 3,7X6 მ) მოიცავდა. ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით, თიხის ხსნარზე. იატაკი თიხატკეპნილია ან ქვის ფილებითაა მოგებული. №3 ნაგებობაში აღმოჩნდა ძირმოჭრილი, პირქვედამხობილი ქვევრი, რომელიც თონის მაგივრობას სწევდა. №6 ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამართულ მარანში აღმოჩნდა სამი მოზრდილი ქვევრის ნატეხი. გათხრებისას მიკვლეულია ბრტყელი კრამიტის რამდენიმე ფრაგმენტი. თუმცა შენობები კრამიტით არ ყოფილა დახურული. ნაგებობის გათხრებისას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის დანიშნულების კერამიკით. ქვევრები მომაღლოყელიანებია, რელიეფური სარტყლებით დაფარული ტანით. გვხვდება სადა, უორნამენტო ქვევრებიც. ისინი ბრტყელძირიანია. სხვა კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია: მოზრდილი დერგები, სადღვებლები, ქოთნები, ტუჩიანი ბადიები, რელიეფური ორნამენტით შემკული დოქები და ხელადები, ფართოპირიანი ხელადები და სხვ. თიხის ჭურჭელი გამომწვარია წითლად და მოჩალისფროდ. თარიღდება IV-VII სს-ით (ართილაყვა... 1979: 203).
 
ნასოფლარის ჩრდილოეთით, შემაღლებულ ადგილას გაითხარა დარბაზული ტიპის სამი ეკლესია. გამოვლინდა ორი სამშენებლო ფენა. პირველი მიეკუთვნება №1 ეკლესიას (4X4 მ), რომელიც ნაშენია კლდის ფლეთილი ქვებით თიხის ხსნარზე. კედლების სისქე 0,8 მ. აფსიდა ნალისებურია. საკურთხეველი ნაგებია ტუფის გათლილი კვადრებით. №2 ეკლესია (2,6X5,5 მ), რომელიც მეორე სამშენებლო ფენას განეკუთვნება, უშუალოდ ფარავდა პირველი ფენის ეკლესიას. ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით თიხის ხსნარზე. კედლების სისქე 0,8 მ. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ქვედა №1 ეკლესიის აფსიდა გადაკეთებულია და ზედა ფენის №2 ეკლესიის აფსიდადაა გამოყენებული. ის ნალისებურია, გარედან ოთხკუთხა მოხაზულობის. ამაღლებული საკურთხეველი 5 საფეხურიანია, რომლებიც შედგენილია ქვათლილებით. საკურთხევლის წინ მდგარა ქვის ემბაზი. მოგვიანებით ეკლესიისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ პატარა სათავსო (2,5X2,5 მ). მინაშენში გამოვლინდა ტუფის ქვის 2 ემბაზი. №2 ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 9 მ-ის დაშორებით მდგარა ნალისებურაფსიდიანი №3 ეკლესია (5X4 მ). საკურთხეველი ნაგებია ტუფის ქვათლილებით. კედლები ნაშენია რიყისა და კლდის ფლეთილი ქვებით, თიხის ხსნარზე. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ჰქონია. ეკლესიები გადახურული ყოფილა ბრტყელი კრამიტით. კერამიკულ მასალასთან ერთად №2 ეკლესიის საკურთხეველთან აღმოჩნდა ხოსროვ II-ის (591-628) ვერცხლის მონეტა (ართილაყვა ... 1979: 198, 199).
 
№2 ეკლესიის მინაშენის კედლის ქვეშ გაიწმინდა ფილაქნის ფილებით შედგენილი აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი უინვენტარო ქვის სამარხი. მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით. მსგავსი სამარხი გამოვლინდა ეკლესიის აღმოსავლეთით, 3 მ-ის დაშორებით. ფიქალის ფილებით შედგენილი ქვის სამარხი აღმოჩნდა №3 ნაგებობის ჩრდილოეთ კედელთანაც. მცირეწლოვანი მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით. სამარხში ნაპოვნია სარდიონისა და აქატის მძივები.
 
გლდანის საცხოვრებელი მასივის მთავარი მაგისტრალის აღმოსავლეთით მდებარე სამაროვანზე შეისწავლეს აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი რამდენიმე ქვის სამარხი. ზოგიერთი მათგანი საოჯახო ყოფილა. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით. სამარხები უინვენტაროა. მხოლოდ ერთ მათგანში (№3) აღმოჩნდა მოჩალისფროდ გამომწვარი ქილა და სამტუჩა ხელადის პირ-ყელის ნატეხი (ართილაყვა ... 1978: 83, 84). გლდანის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1975-1976 წწ. დაზვერვებისა და გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი).
 
1903 წ. ე. რესლერს სოფ. გლდანთან, განათხარი ყორღანის დასავლეთით, მიუკვლევია ქვის სამარხთა ჯგუფებისათვის, რომელთაგან გაუთხრია ორი უინვენტარო ჩრდილო-დასავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთ ხაზზე დამხრობილი სამარხი. მათში ესვენა ორ-ორი მიცვალებული. სოფ. გლდანისა და მამკოდის საზღვარზე ე. რესლერს შეუსწავლია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილი 4 ქვის სამარხი, რომლებშიც მიცვალებულები დაკრძალულნი იყვნენ ქრისტიანული წესით. სამარხებში აღმოჩნდა: ვერცხლის ბეჭდის ფრაგმენტი, წვრილი მავთულისაგან დამზადებული თავგახსნილი რგოლი, ბრინჯაოს ღეროს ნატეხი, სარდიონის თვლით შემკული ბრინჯაოს საყურის ფრაგმენტი, რკინის რგოლი. №1 სამარხში, რომელშიც სამი მიცვალებული ესვენა, თავის ქალებს შორის აღმოჩნდა V ს-ის რომაული ოქროს აურეუსი, ოქროს მავთულისაგან შედგენილი საყურე და ორი მძივი (რესლერი 1906: 81-83).
 
1964 წ. სოფ. გლდანში, ადგილ რიყიანში, მშენებლობის დროს დანგრეულა ქვის სამარხები. სამარხეული ინვენტარიდან შემორჩა: ბრინჯაოს ორი საყურე, საკინძის მარჯნის თავები ბროწეულის ყვავილის მოყვანილობისა, ბრინჯაოს საკინძის ღერო და რკინის მრგვალგანივკვეთიანი მორკალური ღეროს (სამაჯურის?) ნატეხი. ნივთები VI-VIII სს-ით თარიღდება (ჯორბენაძე 1998: 43, 44). მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის დუშეთის ბაზაზე.
 
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება გლდანის საცხოვრებელი მასივის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი თბილისური ფელსი, ხოსრო II-ის დრაქმა, საბეჭდავი ჟეტონი და მედალიონი წმინდა გიორგის გამოსახულებით (აბრამიშვილი 1984: 144).
 
==ეტიმოლოგია==
Line 109 ⟶ 84:
*'''სამაროვანი''' — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის მოქემდი სასაფლაოს აღმოსავლეთით 100 მ-ზე, გლდანის ხევის მარცხენა მხარეს. სამაროვანზე ჩანს ნიაღვარისაგან სანახევროდ გაშიშვლებული, ქვის დიდი ფილებით ნაგები, აღმოსავლეთიდან დასავლეთიტ დამხრობილი ქვაყუთები. სავარაუდო თარიღია ფეოდალური ხანა. (ირ. შ.)
*'''ყორღანი''' — არქოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის მახლობლად, მლაშე ტბის ჩრდილოეთით, სოფელ ნორიოსკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. მიეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანას. [[ყორღანი]] (დიამ. 54 მ, სიმ. 5 მ) ქვამიწაყრილიანია. (დ. შ.)
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან