გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 46:
 
==ისტორია==
გლდანი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ე. წ. „[[ცხვრის გზა]]ზე“. თავდაპირველად იგი [[კახეთის სამთავრო]]ს შემადგენლობაში შედიოდა. [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა. სოფლის ყმა-მამულის ნაწილი სამეფო სახლმა [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველს]] შესწირა. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და მისი ყმა-მამულის დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს და შემძლებელ [[ჯანდიერისშვილიჯანდიერი|ჯანდიერისშვილებსჯანდიერებს]] ეკუთვნის<ref>საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55</ref>. , ხოლო ნაწილი — ისევ სვეტიცხოვლის მონასტერს. [[1579]] წელს კახთა მეფემ [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II-მ]] სვეტიცხოველს განუახლა მამულები გლდანში. [[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVIII საუკუნე]]ებში ჯანდიერისშვილებს გლდანის ყმა-მამულების ნაწილს [[გურამიშვილები]] ედავებოდნენ. კახეთის სამეფო კარი ცდილობდა სვეტიცხოვლისათვის წაერთმია ყმა-მამული და თავის ვასალებისათვის გადაეცა. შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე გლდანი, ისე როგორც მთელი კახეთი სამეფო, შედიოდა რუსთველის სადროშოში, რომელსაც რუსთველი ეპისკოპოსი უძღვებოდა. [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი [[ტფილისის გუბერნია|ტფილისის გუბერნიის]] [[თიანეთის მაზრა]]ში შევიდა.
 
====ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი====
ხაზი 56:
 
===საისტორიო წყაროები===
კახეთის დამოუკიდებელი სამთავროს არსებობის დროს გლდანი კახეთის შემადგენლობაში იყო. საქართველოს ცალკეულ სამეფო სამთავროებად დაშლის შემდეგ სოფელი კვლავ კახეთის შემადგენლობაშია. გლდანის მიწებისა და ყმების ნაწილს კახეთის თავადები, ჯანდიერები ფლობდნენ<ref>საქ. სიძ. 1920: 11; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55</ref>.
 
1903 წ. გლდანის მიდამოებში არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია ე. რესლერს (რესლერი 1906: 81-84). 1964 წ. სოფელში, მშენებლობის დროს დანგრეულა ადრე შუა საუკუნეების ქვის სამარხები, რომლებშიც აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის რამდენიმე სამკაული. 1975-1976 წწ. დედაქალაქის გლდანის საცხოვრებელი მასივის მშენებლობასთან დაკავშირებით, მასივის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გლდანის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ვ. ართილაყვა). გათხრებთან ერთად ექსპედიციამ დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა სოფ. გლდანის, აგრეთვე მისი მიმდებარე ჯოხთანისა და ვეჯინის ხევების მიდამოებში (ართილაყვა ... 1978: 81-86; 1979: 204). 1979 წ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თბილისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. აბრამიშვილი) მდ. ხევძმარის მარჯვენა ნაპირზე, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე გათხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი და შუა საუკუნეების ნამოსახლარი (აბრამიშვილი ... 1982: 38-40).
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან