გლდანი (სოფელი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 99:
*[[წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია (გლდანი)|წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია]]
*'''წმინდა თომას, ღვთაების და წმინდა ბარბარეს ნიშები'''<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/29968/1/Cnobis_Furceli_1901_N1681.pdf „ცნობის ფურცელი“, 1901]</ref> — 1901 წლის 09 დეკემბერს ადგილობრივმა მღვდელმა ი. ანდრიაშვილმა აკურთხა სამი სამლოცველო ნიში. დილის 10 საათზე დაიწყო წირვა, რომელზეც გალობდა ამავე სოფლის მთავარდიაკვნის ი. სუხიტაშვილის მოწაფეთა გუნდი. პირველად აკურთხეს წმინდა თომას ნიში, რომელიც მანამდე არსებული ძველი ნაეკლესიარის — კვირაცხოვლის ნანგრევებზე აშენდა, ხოლო შემდეგ ორი დანარჩენი, რომელთაგან ბარბარეს ნიში სკოლის გალავანში იყო მოწყობილი.
*'''ნამოსახლარი''' — [[არქიეოლოგიურიარქეოლოგიური ძეგლი]] მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, [[თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზა|თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზის]] მარცხენა ნაპირას, მიწის ჭრილში, გზის გაყოლებით გამოვლინდა ნახშირ ნაცროვანი ფენა. ერთგან ჩანს წყალსადენის წითლად გამომწვარი თიხის მილი. ნასახლარის სავარაუდო თარიღია ფეოდალური ხანა. (ირ. შ.)
*'''ნამოსახლარი''' — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. ნამოსახლარის კულტურული ფენა ბევრგან დარრვეული და გაშიშვლებულია. განმხოლოებულ გორაზე (სიმ. 7-8 მ; ზედაპირის ფართობი 2 ჰა) მიკვლეულია შავად, ლეგად და ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი; კონცენტრული, ტალღური და ურთიერთგადამკვეთი ხაზები და სხვა) შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. რამდენიმე ადგილას შეიმჩნევა რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტებიც. მოპოვებული მასალა ინახება [[თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი|თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში]]. (ირ. შ.)
*'''ნამოსახლარი დიდვაკე''' — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ზე, ხევძმარას მარჯვენა ნაპირას გორაზე, ადგილ დიდვაკეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. განმხოლოებული გორის (სიმ. 7-8 მ, ზედაპირის ფართობი 0,5 ჰა) ზედაპირზე მრავლადაა შავად, ლეგად ან ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა სახის ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი, ამოღარული კონცენტრული და ტალღისებრი ხაზები და სხვა). შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეტნოგრაფიულ მუზეუმში. (ირ. შ.)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გლდანი_(სოფელი)“-დან