კოპალიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტერმინის შესწორება და ბმულის ჩამატება
ხაზი 75:
კოპალიანების საგვარეულო გერბი შეიქმნა საგვარეულო კავშირი "კოპალიანის" დაარსებასთან ერთად და იგი ეყრდნობა ისტორიულ მასალებს და რეალობას. სამწუხაროდ ადრინდელი სიმბოლოები დაკარგული ან განადგურებულია. გერბის შემქმნელები არიან მცხეთის მონასტრის იღუმენია ქეთევან კოპალიანი, ვალერი(ზური) კოპალიანი და ვასილ ბედიაშვილი. გერბი ოფიციალურად დამტკიცდა საგვარეულო სიმბოლოდ 2011 წლის 13 ნოემბერს.
 
გერბს აქვს გულის ფორმა (ფარი) რომელიც იყოფა ოთხ ნაწილად. ორ ლურჯ და ორ შინდისფერ დანაწოფებად, რომელთა შორის ჯვრის ფორმის ოქროსფერი ზღვარია. ზედა მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე გამოსახულია საეკლესიო მითრა და წიგნი-აღნიშნავს გვარის სასულიერო ფენას და მათ ღვაწლს; მარჯვენა ზედა მხარეს შინდისფერ ველზე გამოსახულია მურის ციხე-ლეჩხუმის ისტორიული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი; მარცხენა ქვედა კუთხეში შინდისფერ ველზე გამოსახულია ჯაჭვის პერანგი, რკნის მუზარადი ფარი და ორი მახვვილი-კოპალიანები ცნობილები იყვნენ საკუთარი საბრძოლო შემართებით და სამხედრო ხელოვნებით. მათ ბევრ ბრძლასა თუ ომში აქვთ მონასწილეობა მიღებული; მარჯვენა ქვედა კუთხეში ლურჯ ველზე გამოსახულია ჯიხვი-სწორედ მისი ტყავი მიართვა ძღვენად კოპალიანების ერთ ერთმა მამამთავარმა კაცია დადიანს; ფარს ზემოთ დატანილია ბოლონიური[[ბოლნური ჯვარი]]; მარცხნიდან და მარჯვნიდან ფარზე სხედან ფარშევანგები- ისინი ისტორიულად ყავდათ ეკლესია-მონასტრებში; გერბს ზემოდან დაყურებს ორი ანგელოზი. გერბის გარშემო ამოზრდილია ვენახი-დასაბამიდან კოპალიანების ერთ ერთი მთავარი საქმიანობა სწორედ მევენახეობა იყო; გერბის ქვედა ნაწილში მართვეების თავები, რომლებიც ზიდავენ საგვაეულოს ისტორიას მის ძნელბედობითა თუ სიხარულით აღსავსე პერიოდებს; ბოლონიური ჯვარის ზემოთ მხედრული ასოებით გამოსახულია გვარის სახლლწოდება, ხოლო მის მეორე ნახევარში გამოსახულია საგვაეულო დევიზი: "ვიდოდეთ ერთობით სახლსა ღვთისასა" რაც გვარის რელიგიურობას და მის რწმენას უსვამს ხაზს.
 
გერბი წარმოადგენს გვარის მთელი ისტორიის ანარეკლს. მის ღირსებებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს. გერბის გამოყენება საგვარეულოს არაწევრი ან სხვა გვარის წარმომადგენლის მიერ. შეცვლა ან თავისად გასაღება საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპალიანები“-დან