ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
ნაკაშიძეების საგვარეულო მოდის გვარ ნაკანიდან. ნაკანი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] გადაკეთდა ნაკაშიდ, გვიან შუა საუკუნეებში კი ნაკაშიძედ. ნაკაშიძეები [[გურია|შუა გურიაში]] ცხოვრობდენ და მათი ერთი შტო თავადები იყვნენ. XII საუკუნეში ,თავადის წოდების მიღების შემდეგ, გავრცელებული წესის წინააღმდეგ ნაკაშიძეებმა გვარი არ გამოიცვალეს, არამედ ნათესავებს აიძულებს, გვარიდან „შ“ ამოიღონ და [[ნაკაიძეები]] გამხდარიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარეობდა XVII საუკუნემდე. ნაკაიძეები ნაკაშიძეთა აზნაურები იყვნენ. ნაკაშიძეებს, როგორც [[გურია|გურიის]] ერთ-ერთ თავადურ გვარს ასახელებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]] [[თავდგირიძეები]]ს, [[შარვაშიძეები]]ს, [[ბერეჟიანები]]ს, [[ბერიძეები]]ს, [[კვერღელიძეები]]ს გვერდით.
 
ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იყო წარჩინებული თავადი, რომელსაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი [[ჯუზეპე ჯუდიჩი]] იხსენიებს. მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი. მათ ააგეს [[გურიანთა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|გურიანთის]] ციხის ღვთისმშობლის ეკლესია, მოახატვინეს ფრესკებით და ოქროთი დაფერეს ამავე ეკლესიაში დაცული წმინდა გიორგის ხატი. გურანთის ციხე იყო მათი საზაფხულო, ხოლო [[ვაშნარი]]ს ციხე — საზამთრო რეზიდენცია. ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სოფლები: [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]].<ref>''ო. სოსელია'', „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.</ref>ასევე მამულები [[ჩოჩხათი|ჩოჩხათში]], [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანში]], [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]], [[გოგორეთი|გოგორეთში]], [[ასკანა]]ში, ხარაულში, [[ოქროსქედი|ოქროსქედში]], [[დვაბზუ]]ში, [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარსა]] და [[გამოჩინებული|გამოჩინებულში]]. ნაკაშიძეებს [[გურიელები]]ს კარზე ეჭირათ მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის, ქალაქთუხუცესისა და მდივანბეგის სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები [[დიმიტრი ბაქრაძე]]ს უნახავს გურიანთის ციხის ეკლესიაში 1873 წელს.<ref>''[[დიმიტრი ბაქრაძე]],'' „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გვ. 272 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა.
 
XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო [[მამია III გურიელი]]ს დესპანი სტამბოლში, დაუდო სათავე კალიგრაფოსთა სკოლას [[ციხისფერდი]]ს ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან