კუმისის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, გეოლოგის, [[ალექსანდრე ჯანელიძე|ალექსანდრე ჯანელიძის]] მიხედვით, კუმისის ტბა [[ფსევდოკარსტი|ფსევდოკარსტული]] წარმოშობისაა.<ref name="mar."/> ტბა საზრდოობს წვიმის წყლითა და მცირე ნაკადულებით. ამჟამად მას, ხელოვნური
არხითა და წყალსატუმბებით მიეწოდება მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] წყალი. წყალსაცავი სარწყავად გამოიყენება.<ref name="tsu" /> ტბის ფსკერი [[ლამი]]ს სულფიდური სამკურნალო თვისების მქონე [[ტალახი]]თაა მოფენილი. შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.<ref>[http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro-ganxilva/saakadze/auditi.pdf რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში]</ref> კუმისის ტალახს აქტიურად იყენებენ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.<ref name="travelingeorgia">[http://travelingeorgia.ge/region/Resort-Kumisi/ კურორტი კუმისი]</ref>
 
კუმისის ტბის წყალმარილოვანი და ორგანული ფაზების შემადგენლობა, სხვადასხვა მიკრო- და მაკროელემენტების და ორგანული ნივთიერებების შემცველობა მათიპარფიუმერულ-კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენების და პერსპექტიულობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა.<ref>[http://gtu.ge/Ctmf/Science/Disertation/Referat/2017/Khatuna_Michelashvili.pdf საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი]</ref> კუმისის ტბის შემოგარენი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ველის ბალახოვანი მცენარეულობით.<ref>[http://greenalt.org/webmill/data/file/Draft_EIA_ver12_Geo_Part2.pdf ბუნებრივი და სოციალური გარემოს არსებული მდგომარეობა]</ref> სანაპირო თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული მცენარეულობით. გვხვდება [[ისლი]] და [[ლელქაში]], რომელსაც [[წყლის ფრინველები]] აფარებენ თავს.<ref name="travelingeorgia" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუმისის_ტბა“-დან