ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 83:
დაიბადა [[ავსტრია-უნგრეთი]]ს ქალაქ [[ინის ბრაუნაუ]]ში, ხოლო გაიზარდა ქალაქ [[ლინცი|ლინცთან]] ახლოს. [[1913]] წელს საცხოვრებლად გადავიდა [[გერმანიის იმპერია|გერმანიაში]] და მოხალისედ წავიდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. პოლიტიკური კარიერა დაიწყო [[1919]] წელს გერმანელ მუშათა პარტიაში გაწევრიანებით, ხოლო უკვე [[1921]] წელს გახდა [[ნსდაპ|ნაცისტური პარტიის]] ლიდერი. [[1923]] წელს, ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით, წამოიწყო ''[[ლუდის პუტჩი]]'', რომელშიც მან და მისმა მომხრეებმა მარცხი განიცადეს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მოჰყვა დაპატიმრება. საპყრობილეში დაწერა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის „[[ჩემი ბრძოლა (წიგნი)|ჩემი ბრძოლის]]“ პირველი ტომი, ხოლო უკვე [[1924]] წელს ციხიდან გამოვიდა. განთავისუფლების შემდეგ, პოპულარული გახდა ანტი-ვერსალური, ანტი-სემიტური, პან-გერმანული და ანტი-კომუნისტური იდეებისა და თავისი ორატორული ნიჭის წყალობით. ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო კაპიტალიზმსა და კომუნიზმს, როგორც [[ებრაული შეთქმულება|ებრაული შეთქმულების]] ნაწილს.
 
[[1933]] წლის 30 იანვარს რაიხსპრეზიდენტმა [[პაულ ფონ ჰინდენბურგი|პაულ ფონ ჰინდენბურგმა]] ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. იმავე წლის არჩევნებში გამარჯვების წყალობით, მისმა პარტიამ მიიღო ''უკიდურესი ძალაუფლების კანონი'', რომელმაც გამოიწვია [[ვაიმარის რესპუბლიკა|ვაიმარის რესპუბლიკის]] ნაცისტურ გერმანიად გადაქცევა და ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთპარტიული ავტორიტარული მმართველობის დამყარება. ამის შემდეგ, ჰიტლერმა გამოაცხადა მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარება, რათა დაემარცხებინა უსამართლობა, რომელიც [[პირველი მსოფლიო ომი|პირველმა მსოფლიო ომმა]] გამოიწვია და დაეწყო გერმანიის ებრაელებისგან ''გაწმენდა''. მისი ხელისუფლების პირველი ექვსი წლის განმავლობაში სწრაფად განვითარდა გერმანიის ეკონომიკა, მოხდა ვერსალის შეთანხმების პირობების უგულვებელყოფაუგულებელყოფა, ამას კი დაემატა [[სუდეტის ოლქი|სუდეტის ოლქის]] (მოგვიანებით კი ჩეხეთის მორავიის და ბოჰემიის პროტექტორატად გადაქცევა) ანექსია და [[ავსტრიის ანშლუსი]], რამაც გერმანიაში ჰიტლერს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა მოუტანა.
 
თავისი პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ჰიტლერი განიხილავდა ''საარსებო სივრცის'' (''Lebensraum'') მოპოვებას, ხოლო მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა განიხილება როგორც [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. [[1939]] წლის 1 სექტემბერს, მასშტაბური გადაიარაღების შემდეგ, [[ვერმახტი]] შეიჭრა [[პოლონეთის მეორე რესპუბლიკა|პოლონეთში]], რამაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება განაპირობა, ხოლო უკვე [[1941]] წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირშიკავშირს]]. ომის პირველ ორ წელიწადში ჰიტლერმა და მისმა მოკავშირეებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს: მათ ხელთ იყო ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი ნაწილი. მიუხედავად დიდი წარმატებისა, გერმანიამ მაინც ვერ მოახერხა [[საბჭოთა კავშირისკავშირი]]ს დამარცხება, იაპონიის მიერ პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ კი ომში [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატებიც]] ჩაებნენ. სხვადასხვა წარუმატებლობების შემდეგ, გერმანიას თავდაცვვითთავდაცვით პოზიციაზე გადასვლა მოუწია. თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ჰიტლერი დაქორწინდა [[ევა ბრაუნი|ევა ბრაუნზე]], ხოლო [[1945]] წლის 30 აპრილს, საბჭოთა ტყვეობისგან თავდასაღწევად, ახალდაქორწინებულმა წყვილმა თავი მოიკლა, მათი გვამები კი დაწვეს.
 
ჰიტლერი და მისი ხელისუფლება პასუხისმგებელია [[ჰოლოკოსტი|ჰოლოკოსტზე]], რომლის დროსაც დაიღუპა 5,5 მილიონო ებრაელი და მილიონობით სხვა ეროვნების ადამიანი, რომლებსაც ნაცისტები ''უნტერმენშენს'' (''Untermenschen'' — არაადამიანები) უწოდებდნენ. [[მეორე მსოფლიო ომისომი]]ს დროს ასევე დაიღუპა 19,3 მილიონი სამოქალაქო პირი და 29 მილიონი სამხედრო. ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვი უპრენცედენტოაუპრეცედენტოა, რის გამოც ეს კონფლიქტი ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელად ითვლება.
 
== ადრეული წლები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან