სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
[[XVI საუკუნე|XVI]]-[[XVII საუკუნე]]ებში, ეპარქიათა შორის საზღვრების მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია წილკნელ მღვდელმთავარს დაექვემდებარა. მას [[ქორეპისკოპოსი]] მართავდა, რომელიც კავკასიის სიონში იმყოფებოდა და ძირითადად ხევსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მართავდა.
 
თანამედროვე სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ტერიტორიაზე ადრიდანვე მრავალ თავდადებულ მამულიშვილსა და ეკლესიის გამოჩენილ პირს უმოღვაწია. მრავალთაგან აღსანიშნავია ღირსი იოსებ ხუცესი (მოხევე) სასწაულმოქმედი: მე-18 საუკუნეში ინგუშეთსა და ოსეთში რუსეთის სამისიონერო საქმიანობის ერთ-ერთი ინიციატორი [[იოსებ ქვაბულისძე]] ([[1676]]-[[1750]] წწ.); იოანე წილკნელი [[1762]]-[[1802]] წწ. (ქარუმიძე), მან [[ერეკლე II]] ბრძანებით დაიწყო მისიონერობა და ოსის ყმაწვილებს ასწავლიდა წერა-კითხვას. იმ პერიოდში განაკუთრებითგანსაკუთრებით სახელგანთქმული მისიონერი იყო გერვასი მაჭავარიანი, წილკნელ-სამთავნელი ([[1803]]-[[1817]] წწ.) ეპისკოპოსი და სხვსხვა.
 
[[1917]] წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისას თავის ძველ საზღვრებში განახლდა წილკნის უძველესი სამღვდელმთვროც. 20-იანი წლებიდან დაწყებული რეპრესიების გამო, ხევის თემში არსებულ ეკლესია-მონასტრებში ფაქტობრივად აკრძალული იყო წირვა-ლოცვის აღსრულება. ამ მხარეში ღრმა სულიერებით გამორჩეულ ოჯახთაგან უპირველესად ხევის ცნობილი პიროვნების [[შიოლა ღუდუშაური]]ს შთამომავლის გიორგი ღუდუშაურისა და ნატალია კობაიძის სტუმართმოყვარე და ღვთისმოსავი ოჯახი გამოირჩეოდა. ამ ოჯახში აღიზარდა საქართველოს ეკლესიის მომავალი მწყემსმთავარი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი [[ილია II]] შიოლაშვილი-ღუდუშაური.