ავლაბრის სტამბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ავლაბრის სტამბა''', — 1903 წლის დამლევს [[თბილისი|თბილისში]] დაარსებული ''[[რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია|რსდმპ]] კავკასიის კავშირის კიმიტეტის ავლაბრის არალეგალური სტამბა'', — 1903 წლის დამლევს თბილისში დაარსებული სტამბა.
 
სტამბის მოწყობა დავალებული ჰქონდა [[ბოჭორიძე, მიხეილ|მიხო ბოჭორიძეს]]. მან შენობის ასაგებად ქალაქის განაპირა უბანი - [[ავლაბარი]] შეარჩია. [[1907]] წლის [[7 ოქტომბერი|7 ოქტომბერს]] ქალაქის გამგეობამ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ყოფილ მუშას დ. როსტომაშვილს, რომელსაც აქ იჯარით მიწის ნაკვეთი ჰქონდა აღებული, სახლის აშენების უფლება მისცა და პროექტიც დაუმტკიცა. ბოჭორიძემ კი მშენებლობასთან ერთად შეიმუშავა კონსპირაციის გეგმა: შენობის სარდაფქვეშ, ღრმა მისწისქვეშეთში, განზრახული იყო დიდი არალეგალური სტამბის მოწყობა. მშენებლობა რევოლუციონერ მუშებს ალექსანდრე, ნუკო და ვანო ჩოდრიშვილებს, მირიმან და თედო მაღრაძეებს მიანდეს. მოკლე ხანში აშენდა ოროთახიანი სახლი.
 
1904-1905 წლების განმავლობაში, როდესაც სტამბა სრული დატვირთვით მუშაობდა, მისი ადგილსამყოფელი სასტიკად იყო გასაიდუმლოებული. მისი ადგილსამყოფელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებმაც არ იცოდნენ. სტამბა შემთხვევით აღმოაჩინა ჟანდარმერიამ 1906 წლის აპრილში, 15 აპრილს შენობა თითქოს მასობრივი ჩხრეკის ფარგლებში მოყვა და სტამბაც შემთხვევით იპოვეს. ჟანდარმთა ოფიცერმა ჭაში სიღრმის შესამოწმებლად ცეცხლმოკიდებული ქაღალდის ფურცელი ჩააგდო, ჭის ბოლოში სტამბისკენ გაჭრილმა გვირაბმა კი ქაღალდი შიგნით გაიტაცა. ოფიცერი მიხვდა რომ შენობის ქვეშ რაღაც იყო. ჟანდარმერიამ სახლი გადაწვა და ააფეთქა, მეპატრონე დათიკო როსტომაშვილი კი გააციმბირა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==