საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა''' დაარსდა [[1846]] წელს [[თბილისი|თბილისში]] მთავარმართებლის კანცელარიის [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკის]] ბაზაზე, როგორც „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“. ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
 
ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც [[1848]] წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას [[1842]] წელს [[ყიფიანი, დიმიტრი|დიმიტრი ყიფიანის]] ინიციატივით თბილისში გახსნილი „კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის“ ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია [[საქართველო|საქართველოში]] მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა [[დიუბუა დე მონპერე|დიუბუა დე მონპერემ]].