ეგეოსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: NAMA_Akrotiri_2.jpg შეიცვალა Young_boxers_fresco,_Akrotiri,_Greece.jpg-ით)
No edit summary
ხაზი 15:
=== შუა ბრინჯაოს ხანა ===
[[ფაილი:Akrotiri blue monkeys.jpg|thumb|„ლურჯი მაიმუნები“ ფრესკა სანტორინიდან]]შუა ბრინჯაოს ხანაზე გადასვლა მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა, რასაც [[მინოსური კულტურა|მინოსური კულტურის]] დინამიზაცია მოჰყვა: კრეტა მთელი ეგეიდის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი გახდა. დაწინაურდა [[ფესტოსი]] და [[კნოსოსი]]. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, ე.წ. [[კნოსოსის დიდი სასახლე]] (მინოსის სასახლე), რომლის ფართობი 16 ათ. მ²-ს აღწევდა.
ის გამოირჩეოდა თავისუფალი და რთული გეგმარებით. ცენტრში დიდი საზეიმო ეზო ჰქონდა. ეზოს ირგვლივ განლაგებული იყო სხვადასხვა სიდიდისა (არანაკლებ 3-სართულიანი და მეტიც) და ფორმის შენობები, რომლებიც ნათდებოდა ჭერში დატანებული ხვრელებიდან ან შეიდაშევიდა ეზოებიდან. სართულები დაკავშირებული იყო ქვის საძირკვლებზე დაყრდნობილი ხის სვეტებით. კუნძულ კრეტაზე ცნობილია აგრეთვე ფესტოსისა და აგია-ტრიადის სასახლეები, რომელთა კედლებზე შემორჩენილია მაღალი ოსტატობით შესრულებული ფრესკული ფერწერა. ფერთა საუცხოო შეზავებითა და მოხაზულობით მათზე გამოსახულია კრეტის საზოგადოების ცხოვრება, ჩაცმულობა. ამ დროს სპირალური ორნამენტის გაჩენამ დინამიკურობის შთაბეჭდილება შექმნა. განსაკუთრებით გამოირჩევა ე.წ. კამარესის სტილის მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით შემკული კერამიკა. ამ დროს მოხდა ტროა VI-ის კულტურის ამაღლება, რომელიც მკვეთრად განსხვავდება დასახლების III-IV ფენათა კულტურისაგან. საბერძნეთში შუა ბრინჯაოს ხანაში მრავალი კატასტროფა მოხდა. დაინგრა ძველი დასახლებანი და დაარსდა ახალი. ტროისა და საბერძნეთის კულტურას ბევრი საერთო ნიშანი აქვს: სამეთუნეო ჩარხის შემოღება, რუხი გაპრიალებული კერამიკის წარმოება, დასახლებული ადგილების გამაგრება, მეგარონის ტიპის შენობების აგება, ცხენის გამოყენება. მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ცვლილებებს მიაწერს მცირე აზიიდან ხალხთა გადასახლებას, მეორე კი — ჩრდილოეთიდან ბერძენ ტომთა შემოსვლას.
 
=== გვიანდელი ბრინჯაოს ხანა ===