ვილიარეალი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
'''„ვილიარეალი“''' ({{lang-es|Villarreal Club de Fútbol}}) – [[ესპანეთი|ესპანეთის]] საფეხბურთო კლუბი [[ვილიარეალი|ამავე სახელწოდების]] ქალაქიდან, [[კასტელონის პროვინცია]], [[ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება|ვალენსიის]] ავტონომიური გაერთიანება. შეიქმნა [[1923]] წლის [[10 მარტი|10 მარტს]]. საშინაო მატჩებს მართავს სტადიონზე [[ელ-მადრიგალი]], რომელიც 24 880 მაყურებელს იტევს.
 
== კლუბის ისტორია ==
 
'''ადრეული=== დრეული წლები''' ===
 
საფეხბურთო კლუბი ვილიარეალი დაარსდა 1923 წლის 10 მარტს. სტადიონი იქირავეს 60 პესოდ თვეში, ბილეთის ფასები ნახევარი პესო იყო კაცზე, მეოთხედი ბავშვებზე, ქალები კი უფასოდ დაიშვებოდნენ. 21 ოქტომბერს კლუბმა ითამაშა თავისი პირველი მატჩი მის მთავარ მეტოქე ''კასტელონთან''. ვილიარელი თამაშობდა ესპანეთის რეგიონალ ლიგებში ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებამდე.
 
'''=== ლიგაში შესვლა''' ===
 
ომის შემდეგ კლუბი თამაშობდა სხვადასხვა რეგიონალ ლიგებში, სანამ 1970–71 წლების სეზონში არ მოახერხეს ტერსერა დივიზიონში ასვლა, შემდეგ ვილიარეალმა ითამაშა 2 სეზონი სეგუნდაში და გავარდა უკან ტერსერა დივიზიონში. 80იანი წლების ბოლო რამდენი სეზონის შემდეგ სეგუნდა დივიზიონ ბ–ში, გუნდმა მოახერხა და დაბრუდა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში 1991–92 წლების სეზონში.
 
'''=== აღზევება''' ===
 
1998 წლის 24 მაისს ვილიარეალმა მოიპოვა უფლება მომდევნო სეზონში პრიმერა დივიზიონში თამაშის. სეზონი დაიწყო ურთულესაც, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე რეალთან მატჩით. რთული სეზონი შემდეგ ''ყვითლები'' გავარდნენ სეგუნდა დივიზიონში, თუმცა გავარდნის წელსვე, 1999–2000 წლების სეზონში, კლუბი მესამე ადგილზე გავიდა და დაბრუნდა პრიმერაში.
 
'''=== 2005–06 წლები, ოქროს სეზონი''' ===
 
ვილიარეალი 2003 წლიდან აქტიურად იბრძვის ევროსაგზურებისთვის, 2004–05 წლებში კი, კლუბმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მომდევნო სეზონისთვის. ''წყალქვეშა ნავმა'' ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის სტადიაზე ევერტონი დაამარცხა(2 მატჩის ჯამში 4:2) და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ჯგუფში მოხვდა პორტუგალიის ჩემპიონ ბენფიკასთან, ფრანგულ ლილთან და ინგლისურ მანჩესტერ იუნაიტედთან. კლუბის არ დამარცხებულა ჯგუფური ეტაპის არცერთ მატჩში(2 მოგება, 4 ფრე) და გავიდნენ ლიგის მერვედფინალში, სადაც შოტლანდიური რეინჯერსი დაამარცხეს გასვლაზე გატანილი გოლის წესის წყალობით(1–1შინ, 2:2 სტუმრად).
მეოთხედფინალურ ეტაპზე ვილიარეალს ბევრად ძლიერი მეტოქე, იტალიური ინტერი შეხვდა, ''სან სიროზე'' ფორლანის გატანილი გოლით ვილიარეალი 2:1 დამარცხდა, ხოლო შინ 1:0 მოუგო და ისევ გასვლაზე გატანილი ბურთის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე. ნახევარფინალში ''ყვითლებს'' არსენალი შეხვდათ, რომელთანაც 2 მატჩის ჯამში 1:0 წააგეს, აღსანიშნავია რომ განმეორებითი მატჩის ბოლო წუთზე ხუან რომან რიკელმეს იენს ლემანმა პენალტი აუღო.
2005-06 წლების სეზონის შემდეგ ვილიარეალმა მოიხვეჭა სახელი ევროპაში, როგორც ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი ძალა. 2010–11 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, ევროპის ლიგაზე კი ნახევარფინალში პორტუსთან დამარცხდა(რომელიც შემდეგ ტიტულსაც დაეუფლა).
 
== მიმდინარე შემადგენლობა ==