ეროზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|tr}} using AWB
No edit summary
ხაზი 8:
ეროზიის ბაზისის დაწევა იწვევს ეროზიის გაძლიერებას, აწევა კი — შენელებას. ეროზიის შედეგად [[დედამიწა|დედამიწის ზედაპირზე]] წარმოიქმნება ხაზობრივი გავრცელების მქონე ეროზიული ფორმები — [[ხრამი]], [[ხევი (ხეობა)|ხევი]], [[ხეობა]], [[კანიონი]] და სხვა.
 
ეროზიის ზემოქედება [[რელიეფი]]ს მსხვილ ელემენტებზე (ქედი, მთის მასივი) იწვევს მათ დანაწევრებას და ეროზიული რელიეფის შექმნას, რელიეფის დანაწევრების სიღრმეს განსაზღვრას [[დედამიწის ქერქი]]ს ტექტონიკური მოძრაობის ხასითი. ფართო გაგებით ეროზია მიცავსმოიცავს [[ეგზოგენური პროცესები]]ს დამანგრეველ ზემოქმედებას. ეროზიულ პროცესებს მოყვება ეროზიული რელიეფის შექმნა, რომელიც მსოფლიოში საყოველთად არის გავრცელებული. გამონაკლისს არც [[საქართველო]] წარმოადგენს.
 
საქართველოში ეროზიული რელიეფი მეტად ფართოდაა გავრცელებული. ეროზიული ფორმების უქონლობა მხოლოდ ისეთ სივრცეებს ახასიათებს, სადაც ამჟამად აკუმულაცია მიმდინარეობს ([[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობის შუა]], დაოჭაობებული ნაწილი). [[კავკასიონი]]ს მაღალ ნაწილებში და [[მცირე კავკასიონი|ანტიკავკასიონის]] უმაღლეს მასივებზე ისინი გარდაქმნილია [[ყინული]]ს მექანიკური მოქმედებით და ნაწილობრივ ამოვსებულია [[მყინვარი|მყინვარებითა]] და [[ფირნი]]ს მინდვრებით, ხოლო კირქვულ სუბსტრატზე მათ [[კარსტი|კარსტული]] დრენაჟის შედეგად წყლის ნაკადი დაუკარგავთ და „მკვდარი ხეობების“ სახით გვევლინებიან. ასეთი რელიქტური ეროზიული ხეობები, კარსტული მხარეების გარდა, სხვა რეგიონებშიცაა მდინარეული მოტაცებებისა და ჰავის გამშრალების შედეგად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეროზია“-დან