გოდერძი ჩოხელი: განსხვავება გადახედვებს შორის

(ნინო არჩვაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტი...)
 
==ბიოგრაფია==
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერსოქტომბერ, [[დუშეთის რაიონი]]ს სოფელ [[ჩოხი|ჩოხში]]. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა [[ფასანაური]]ს საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა [[შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში]], კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „[[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]]“ დამდგმელ რეჟისორად. 1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.
 
1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ''წერილი ნაძვებს''. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ''ბინდისფერი სოფელი'', ''თევზის წერილები'', ''შემინახე,დედაო მიწავ!'', ''სულეთის კიდობანი'', ''არჩევნები სასაფლაოზე''. ლექსების კრებული ''ბედი მდევარი'', მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ''შავი არაგვი'', რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ''მგელი'', ''მღდვლის ცოდვა'', ''ადამიანთა სევდა''.
ანონიმური მომხმარებელი