ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ციტატები: clean up, removed: {{Link GA|de}} using AWB
clean up, replaced: ბითლზისThe Beatles-ის (2) using AWB
ხაზი 23:
'''ABBA''' — [[შვედეთი|შვედური]] [[პოპ მუსიკა|პოპ]]/[[როკ მუსიკა|როკ]] ჯგუფი, ჩამოყალიბებული [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმში]] [[1972]] წელს. მასში შედიოდნენ [[აგნეტა ფელტსკუგი]], [[ბენი ანდერსონი]], [[ბიორნ ულვეუსი]] და [[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]]. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც [[1972]]-[[1982]] წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა. ისინი ასევე ცნობილები არიან [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1974|ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე]] [[1974]] წელს გამარჯვებით, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ABBA ასევე ითვლება კონკურსში მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად.
 
ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და ცნობილია, რომ წელიწადში დამატებით დაახლოებით მილიონი დისკი იყიდება.<ref>{{Cite news|url=http://www.guardian.co.uk/music/2011/jan/02/abba-reunion-agnetha|title=Abba set for reunion as Agnetha admits, 'I have a dream'|work=[[guardian.co.uk]]|date=2011-01-02|accessdate=2012-03-14}}</ref><ref>{{cite news|url= http://www.thehindu.com/arts/music/article392677.ece|title=A heavenly enchantment called ABBA|date=2010-04-09|newspaper=[[The Hindu]]|accessdate=2012-03-14}}</ref> ამრიგად ABBA არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური კოლექტივი და რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი მუსიკის ისტორიაში, [[ბითლზიThe Beatles]]-ის შემდეგ. ABBA იყო პირველი პოპ ჯგუფი, რომელიც წარმოშობით არაინგლისურენოვანი ქვეყნიდან იყო და მნიშვნელოვანი წარმატება იქონია ინგლისურენოვან ქვეყნებში, მათ შორის [[ბრიტანეთი|ბრიტანეთში]], [[ირლანდია]]ში, [[აშშ]]-ში, [[კანადა]]ში, [[ავსტრალია]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[სამხრეთ აფრიკა]]სა და [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. ჯგუფს ასევე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ქვეყნებში. ABBA-მ ამ ქვეყნებისათვის სპეციალურად ჩაწერა ''[[Gracias Por La Música (ალბომი)|კრებული]]'' ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი ვერსიებით.
 
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. [[1979]] წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, [[1981]] წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა უფრო მეტი თვითანალიზით სავსე ტექსტებით.
ხაზი 107:
=== სუპერვარსკვლავობა (1976–1981) ===
 
[[1976]] წლის მარტში ჯგუფმა გამოსცა ჰიტების კრებული ''[[Greatest Hits (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits]]'', თუმცა იმ დროისათვის ბრიტანეთსა და აშშ-ში მხოლოდ ექვსი სინგლი ჰქონდა, რომელიც ჰიტად იქცა და საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, კრებული იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად და ოთხეული აშშ-ს საუკეთესო ალბომების 50-ეულის ჩარტშიც პირველად მოახვედრა, გაიყიდა რა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. ამ პერიოდში გერმანიაში გამოვიდა კრებული ''The Very Best of ABBA'', რომელიც ასევე #1 ალბომად იქცა, მას კი ''Greatest Hits'' მოჰყვა, რომელიც გერმანიის ჩარტში 2-ე ადგილზე მოხვდა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების სიის მიხედვით, ''The Very Best''-ს ჰგავდა. ''Greatest Hits''-ში ასევე შეტანილი იქნა ახალი სიმღერა, „[[Fernando (სიმღერა)|Fernando“]], რომელიც დაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ შვედურ ენაზე, ლიუნგსტადის [[1975]] წლის სოლო ალბომისთვის ''[[Frida ensam]]'' (რომელიც თავის მხრივ, შვედეთის ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა). შვედეთში ლიუნგსტადის წარმატების შემდეგ ჩაიწერა სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც არანაკლებ 13 ქვეყანაში (ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში და ავსტრალიაში) #1 ადგილი მოიპოვა. სინგლი შემდგომში მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.<ref>{{Cite web|author=კერენ კოლინზი |url=http://www.tagg.org/mmmsp/fernando.html |title=Fernando the Flute&nbsp;– Details |publisher=Tagg.org |date=25 აგვისტო 2009 |accessdate=31 იანვარი 2010}}</ref> ავსტრალიაში იგი უმაღლეს პოზიციებს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა, საერთო ჯამში კი ჩარტში 40 კვირის განმავლობაში დარჩა. ისევე როგორც [[ბითლზიThe Beatles]]-ის [[Hey Jude]] იმ დროისათვის ის იყო ავსტრალიის ჩარტის რეკორდსმენი და იქცა ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ბესტსელერ სინგლად. იმავე წელს მან ჯგუფს მოუტანა პირველი საერთაშორისო ჯილდო, არჩეული იქნა რა 1975 წლის საუკეთესო სტუდიურ ჩანაწერად. აშშ-ში ის მოხვდა Cashbox-ის 100-ეულის 10-ეულში და ბილბორდის ცხელი 100-ეულის 13-ე ადგილზე. ბილბორდის ახალგაზრდული თანამედროვე სიმღერების ჩარტის სათავეში მოქცევის შემდეგ, მან ჯგუფს მოუტანა პირველი ამერიკული #1 სინგლი.
 
ABBA-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, ''[[Arrival (ABBA-ს ალბომი)|Arrival]]'' ევროპასა და ავსტრალიაში უკვე #1 ბესტსელერად იქცა და როგორც სტუდიური მუშაობის, ასევე სიმღერების შექმნის ახალ მიდგომას წარმოადგენდა. როკ მუსიკაზე უფრო მეტად ორიენტირებული ''[[Melody Maker]]'' და ''[[NME|New Musical Express]]'' მას აღტაცებულები მიმოიხილავდნენ, ხოლო ამერიკელ კრიტიკოსთა უმეტესობა დადებითად აღწერდა. ''Arrival''-იდან სინგლების სახით გამოცემულ სიმღერათა მთელი რიგი ჰიტებად იქცა. თავდაპირველად ესენი იყო „[[Money, Money, Money]]“, #1 ჰიტი გერმანიასა და ავსტრალიაში და „[[Knowing Me, Knowing You]]“, რიგით მეექვსე გერმანული #1 ჰიტი და მორიგი ბრიტანული #1. ნამდვილ სენსაციად იქცა „[[Dancing Queen]]“, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარს იმორჩილებდა, არამედ აშშ-შიც პირველ ადგილზე მოხვდა. [[სამხრეთ აფრიკა]]ში ჯგუფს ჰქონდა გამაოგნებელი წარმატება სიმღერებით „Fernando“, „Dancing Queen“ და „Knowing Me, Knowing You“, რომელიც [[1976]]-[[1977]] წლებში ყველაზე გაყიდვადი სინგლების 20-ეულში მოხვდნენ. [[1977]] წელს ალბომი ''[[Arrival (ABBA-ს ალბომი)|Arrival]]'' ნომინირებული იქნა ყოველწლიურ [[BRIT Awards]]-ზე, კატეგორიაში „წლის საუკეთესო საერთაშორისო ალბომი“. ამ დროისათვის ABBA ბრიტანეთში, [[დასავლეთ ევროპა]]ში, ავსტრალიასა და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]] უკვე პოპულარული იყო. [[DVD]] ფილმში ''Frida – The DVD'' ლიუნგსტადი ამბობს, რომ ამ დროისათვის, როდესაც ABBA-ს ჩანაწერები სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ის და ფელტსკუგი უკვე ჩამოყალიბდნენ, როგორც მომღერლები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან