დარტფორდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
|საფოსტო ინდექსი =
|საავტომობილო კოდი=
|საიტი = (http://-ის გარეშე)
|კატეგორია ვიკისაწყობში =
|add1n=
ხაზი 76:
ბრიტანეთის დაპყრობის შემდეგ, რომაელებმა გაიყვანეს დუვრი-ლონდონის გზა, რომელსაც მოგვიანებით უოტლინგის ქუჩა ეწოდა. გზის მშენებლობისას, რომაელ ინჟინრებს მდინარე დარენტზე გადასასვლელად მოსახერხებელი ფონის მოძებნა დასჭირდათ. სწორედ აქედან წამოვიდა დასახლებული პუნქტისთვის სახელის დარქმევის იდეა. მალე დარენტის სანაპიროზე რომაული ვილები აიგო.
 
[[უილიამ I დამპყრობელი|უილიამ I დამპყრობლის]] მმართველობისას, 1086 წელს შედგენილ „[[საშინელი სამსჯავროს წიგნი|საშინელი სამსჯავროს წიგნში]]<nowiki/>“ დარტფორდი მამულის სტატუსით იხსენიება და მეფის საკუთრებაა.
 
შუა საუკუნეებში დარტფორდმა განსაკუთრებული გეოგრაფიული მნიშვნელობა შეიძინა ძველი რომაული გზის წყალობით. პილიგრიმები და ყველა ჯურის მოგზაურები სწორედ აქ იყრიდნენ თავს, როცა კონტინენტურ ევროპაში სურდათ წასვლა. არაერთმა რელიგიურმა ორდენმა დააარსა თავისი კერა ამ ქალაქში და კიდევ უფრო გაზარდა მისი გეოგრაფიულ-პოლიტიკური მნიშვნელობა. XII საუკუნეში დარტფორდის მამული [[ტამპლიერები|ტამპლიერ რაინდებს]] ეკუთვნოდა.
ხაზი 110:
ადგილობრივი თქმულების თანახმად, 1381 წელს მომხდარი გლეხების აჯანყების მეთაური, უოტ ტაილერი აქაური იყო. ამავე დროს, კენტის საგრაფოს სხვა სამი ქალაქიც აცხადებს პრეტენზიას ინგლისელი გმირის სამშობლოს სტატუსზე. ლეგენდის დასტურად, ქალაქის ცენტრში ტურისტებს აჩვენებენ ლუდხანა „უოტ ტაილერს“, მაგრამ მისი სახელობის პაბები არაერთია ინგლისის მასშტაბით. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ნაკლებად გამოდგება სოლიდურ მტკიცებულებად.
 
დარტფორდის მცხოვრებლები ამაყობენ იმით, რომ ამ ქალაქში დაიბადნენ ლეგენდარული როკ-ჯგუფის „[[როლინგ სტოუნზი|როლინგ სტოუნზ]]<nowiki/>“ წევრები - [[მიკ ჯეგერი|მიკ ჯაგერი]] და [[კით რიჩარდსი]]. მათ ერთმანეთი დარტფორდის რკინიგზის სადგურზე გაიცნეს.
 
ასევე დარტფორდის სასახელო შვილები არიან როკ-ჯგუფ „The Pretty Things“-ის დამაარსებლები: ფილ მეი (დ. 1944 წ., წამყვანი ვოკალისტი) და დიკ ტეილორი (დ. 1948 წ., გიტარისტი, რომელიც „[[როლინგ სტოუნზი|როლინგ სტოუნზის]]<nowiki/>“ ბას-გიტარისტი იყო მცირე ხნით 1962 წელს).
 
დარტფორდში დაიბადნენ სხვა ცნობილი ადამიანებიც:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარტფორდი“-დან