ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 88:
ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკა თავდაპირველად წარმოადგენდა ზარდახშას ძველი ხელნაწერებით, რომლებიც უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა [[მარსილიუს ინგენელი |მარსილიუს ინგენელმა]] შეიძინა 1388 წელს. ეს ზარდახშა სულიწმინდის ეკლესიაში ინახებოდა. წიგნთა სხვადასხვა კრებულები, აგრეთვე ჰაიდელბერგის კოშკის კურფიურსტების ბიბლიოთეკები კურფიურსტმა [[ოტჰაინრიხი |ოტჰაინრიხმა]] XVI საუკუნეში პალატინის ბიბლიოთეკად გააერთიანა, რომელიც სულიწმინდის ეკლესიის ქორედებზე განთავსდა და ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისათვის. მის განსაკუთრებულად ღირებულ ნაწილს [[ფუგერები|ფუგერების]] ბიბლიოთეკა წარმოადგენდა. ამ სახელგანთქმული ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი ჰერცოგმა [[მაქსიმილიან ბავარიელი|მაქსიმილიან I ბავარიელმა]] რომის პაპს [[გრიგოლ XV]] გადასცა საჩუქრად როგორც ოცდაათწლიანი ომის სამხედრო ნადავლი. ამის გამო პირველ ხანებში მეცნიერული გამოკვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო.
[[ფაილი:Heidelberg-University-Library-1.jpg|frameless|მარცხნივ|ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა]]
ბიბლიოთეკები, რომლებიც სეკულარიზებული იქნენ 1804 წელს [[სალემი |სალემისა]] და [[პეტერსჰაუზენი |პეტერსჰაუზენის]] მონასტრებისაგან, იქცნენ ახალი ბიბლიოთეკის საფუძვლად. 1816 წელს მას დაუბრუნდა 847 გერმანული ხელნაწერი პალატინის ბიბლიოთეკიდან. მათ შედეგშემდეგ გაცვლითი გარიგების ჩარჩოებში ბიბლიოთეკას დაუბრუნდა [[მანესის კოდექსი |მანესის კოდექსი]] - [[შუა საუკუნეთა სიმღერათა კრებულები |შუა საუკუნეთა სიმღერათა კრებულთაგან]] ერთ-ერთი, სახელგანთქმული მანუსკრიპტი, რომელიც შემოვლითი გზებით პარიზის სამეფო ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. ბიბლიოთეკის პირველი პროფესიონალი დირექტორი კარლ ცანგენმაისტერი(1837-1902) გახდა. 1912 წელს ბიბლიოთეკის დირექტორად იაკობ ვილე დაინიშნა.
1901-1905 წლებში [[იოზეფ დურმა |იოზეფ დურმას]] პროექტით აშენდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა მრავალრიცხოვანი ფლიგელებით; შენობა პავლეს ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
1978 წელს ჩნდება ბიბლიოთეკის ფილიალი ნოინჰაიმერ ფელდში, რომელიც ბუნებისმეტყველებისა და მედიცინის ფაკულტეტებს ემსახურება.