სტოკჰოლმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 252:
მსხვილი უმაღლესი სასწავლებლები და სამეცნიერო ცენტრები სტოკჰოლმში XVIII საუკუნეში დაფუძნდა. აქ სხვადასხვა სფეროს მეცნიერთა კვლევებთან ერთად მიმდინარეობდა სწავლება ისეთ განსხვავებულ დისციპლინებში, როგორიცაა [[მედიცინა]] და [[ასტრონომია]]. დაარსდა [[სტოკჰოლმის ობსერვატორია]]. სამედიცინო დარგის სწავლება ძირითადად [[შვედეთის სამეფო ინსტიტუტი|სამეფო ინსტიტუტში]] (Karolinska Institutet) იყო კონცენტრირებული.
 
[[სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი]] 1827 წელს დაარსდა. ხსენებული დაწესებულება სკანდინავიის მასშტაბით დღემდე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. აქ 13 000-მდე სტუდენტი სწავლობს. [[სტოკჰოლმის უნივერსიტეტი]] 1878 წელს შეიქმნა, თუმცა, სრულფასოვანი უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი მხოლოდ 1960 წელს მიენიჭა. 2004 წელს უნივერსიტეტში 35 000 სტუდენტი ეუფლებოდა სხვდასხვასხვადასხვა სპეციალობას. ქვეყანაში შექმნილია ისტორიული ინსტიტუტები - საქვეყნოდ ცნობილი [[შვედეთის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმი]] და ბოტანიკური ბაღი (Bergianska trädgården). [[სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა]], რომელიც ერთ-ერთი იშვიათი კერძო სასწავლებელია ქვეყანაში, 1909 წელს შეიქმნა.
 
იქმნებოდა სახვითი ხელოვნების, მუსიკისა და მრავალი სხვა დარგის ინსტიტუტები . უნდა აღინიშნოს, რომ სტოკჰოლმის მუსიკალური კოლეჯი ეროვნული კონსერვატორიის ნაწილად ჩამოყალიბდა. [[სტოკჰოლმის სამეფო მუსიკალური აკადემია]] 1771 წელს დაარსდა, [[ხელოვნების სამეფო უნივერსიტეტი]] კი 1735 წელს. ეს უკანასკნელი ისტორიულად [[შვედეთი]]ს ხელოვნების სამეფო აკადემიასთან არის დაკავშირებული. ხოლო [[შვედეთის პანტომიმისა და ჟესტის აკადემია]] გადაიზარდა სამეფო დრამატულ თეატრში. ამ თეატრში მუშაობდა ცნობილი შვედი მსახიობი [[გრეტა გარბო]]. [[კონსტფაკის დიზაინის სკოლა]] 1844 წელს შეიქმნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტოკჰოლმი“-დან