ისმაილიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა GiorgiXIII გვერდი „ისმაილიტები“ გადაიტანა გვერდზე „ისმაილიზმი“
No edit summary
ხაზი 1:
'''ისმაილიტები''' — მე-8VIII საუკუნეში [[არაბთა ხალიფატი]]ს ტერიტორიაზე აღმოცენებული მუსლიმანურ-შიიტური სექტის მიმდევრები. სახელწოდება მიიღეს შიიტების მე-6მეექვსე [[იმამი]]ს, ჯაფარ სადიკის უფროსი ვაჟის, ისმაილის სახელის მიხედვით.
 
==ისტორია==
"ისმაილიტების სექტა" ჯერ კიდევ VIII საუკუნეში წარმოიშვა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული მაზდაქურ-ხურამიტულ მოძრაობებთან. [[ისმაილიზმი]]", როგორც მოძღვრება "ასასინთა სიკვდილის ორდენის" უმთავრესი იდეოლოგიური იარაღი გახდა.
 
.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში შიიტები დაიყვნენ სექტებად: ზეიდიტები, იმამიტები (ზომიერი შიიტები), რომელნიც მეშვიდე იმამად (სულიერი მოძღვარი) სცნობდნენ [[ხალიფა]] ალის შთამომავალ მუსა ყაზიმს და ისმაილიტები, რომელნიც იმამად სცნობდნენ მის ძმა-ისმაილს.
 
მეცხრეIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა ისმაილიტების ძლიერი და საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის გავლენა გავრცელდა მთელს მახლობელ აღმოსავლეთში, ცენტრალურ [[აზია]]ში, ჩრდილოეთ [[აფრიკა]]სა და სხვაგანაც. ისმაილიტობა წარმოიშვა საზოგადოებრივი კლასების დაბალ ფენებში, ხელოსნობა და გლეხობაში. [[არაბთა სახალიფო]]ს სხვადასხვა რეგიონებში ისმაილიტები გადასხვაფერდნენ და მრავალნაირ რელიგიურ მოძღვრებად ჩამოყალიბდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო [[კარამიტები]]ს სახალხო-რელიგიური მოძრაობა, რომელიც შემდეგ ცალკე სექტად გადაიქცა.
 
==ისმაილიტების ფილოსოფია==
მეცხრეIX საუკუნიდან ისმაილიტებმა თავისებურად შეითვისეს [[ნეოპლატონიზმი|ნეოპლატონისტური]] [[ფილოსოფია]] და ქრისტიანული [[გნოსტიციზმი]], რომელთა გავლენით საბოლოოდ გაფორმდა მათი მოძღვრება. ისინი მკვეთრად გაემიჯნენ მართლმადიდებლურ [[სუნიზმი|სუნიზმს]] და ზომიერ [[შიიზმი|შიიტებს]]. მიზანშეწოლილად მიგვაჩნია ქვემდებარე სტატიაში წარმოგიდგინოთ ისმაილიტების დოქტრინა დ. კაციტაძის წიგნიდან "ირანის ისტორია მესამე-მეთვრამეტე სს"."
 
"ისმაილიტების მოძღვრების თანახმად, ღმერთმა-აბსოლუტმა თავის თავიდან გამოჰყო შემოქმედებითი სუბსტანცია-"მსოფლიო გონება", რომელმაც შექმნა იდეების სამყარო და თავის მხრივ გამოჰყო უმდაბლესი სუბსტანცია-"მსოფლიო სული", რომელმაც შექმნა მატერია, პლანეტები და მიწა. ისმაილიტები ყურანს ალეგორიულად განმარტავდნენ და უარყოფდნენ ისლამის ზნეჩვეულებების უმეტეს ნაწილს. ისმაილიტები ასწავლიდნენ, რომ დროის გარკვეული ციკლის შემდეგ მოციქული აღდგება ხალხში. "მსოფლიო გონების" გამომხატველად ითვლება ნატიკი(მოლაპარაკე) ანუ წინასწარმეტყველი, ხოლო "მსოფლიო სულის" გამომხატველად მისი თანაშემწე, კომენტატორი მისი მოძღვრებისა-ასისი(ბაზისი, საფუძველი). ნატიკი ექვსი იყო: ადამი, ნოე, აბრაამი, მოსე, [[იესო ქრისტე]] და მუჰამედი. მეშვიდე უნდა გამოჩნდეს განკითხვის დღეს. ყოველ ნატიკს ჰყავდა თანაშემწე: მოსეს-აარონი, იესო ქრისტეს-[[პეტრე მოციქული]], მუჰამედს-ალი. ისმაილიტების [[სექტა]] პირველად შვიდი, შემდეგ კი ცხრა საფეხურისაგან შედგებოდა. უმაღლეს საფეხურს მხოლოდ სექტის ზოგიერთი წევრი აღწევდა. მათ უნდა ბრმად დამორჩილებოდნენ, როგორც იარაღი სექტის უფრო დაბალ საფეხურზე მდგარი წევრები. ისმაილიტების სექტა შეკრული იყო რკინისებური დისციპლინით".
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ასასინები]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=18259 სამოქალაქო განატლების ლექსიკონი]
* [http://www.kambisene.org/ismailitebi ისმაილიტები]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისმაილიზმი“-დან