კლარა ცეტკინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
| წარწერა = კლარა ცეტკინი
| მშობლსახელი =
| დაბსახელი = კლარა აისნერი
| დაბთარიღი = [[5 ივლისი]] [[1857]]
| დაბადგილი = [[ვიდერაუ]], [[გერმანია]]
ხაზი 65:
| შენიშვნები =
}}
'''კლარა ცეტკინი''' ({{lang-de|Clara Zetkin;}} დ. [[5 ივლისი]] [[1857]], [[ვიდერაუ]], [[გერმანია]], — გ. [[20 ივნისი]] [[1933]], [[არხანგელსკოე]], [[მოსკოვი]]ს სიახლოვეს, [[სსრკ]]) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე. გერმანიისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მონაწილე. გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, [[ქალთა უფლებები]]ს აქტივისტი. ცეტკინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა [[მეორე ინტერნაციონალი]]ს დაარსებაში და იყო მისი ყველა კონგრესის მონაწილე. 1881 წელს შევიდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის რიგებში. იძულებით ემიგრაციაში ყოფნისას მონაწილეობდა [[საფრანგეთი]]ს, [[ავსტრია|ავსტრიის]], [[იტალია|იტალიის]] სოციალისტურ მოძრაობაში. 1890 წელს ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ ქალთა მოძრაობას. [[როზა ლუქსემბურგი|როზა ლუქსემბურგთან]], [[კარლ ლიბკნეხტი|კარლ ლიბკნეხტთან]] და [[ფრანც მერინგი|ფრანც მერინგთან]] ერთად ებრძოდა რევიზიონიზმს. ცეტკინის ინიცაიტივითინიციატივით 1907 წელს მოიწვიეს I საერთაშორისო ქალთა კონფერენცია. ცეტკინი აირჩიეს საერთაშორისო ქალთა სამდივნოს მდივნად. 1910 წელს, [[კოპენჰაგენი|კოპენჰაგენში]] სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ცეტკინის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დღის — [[8 მარტი]]ს დაწესების შესახებ.<ref>{{ქსე|11|204||არა}}</ref>
 
ცეტკინს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმერ ლენინთან და ნადეჯდა კრუპსკაიასთან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითდა დ წითელი დროშის ორდენით. რაიხსტაგის დაწვვისა და ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლის შემდეგ მემარცხენე პარტიები გერმანიაშ აიკრძალა, და ცეტკინი ბოლოჯერ წავიდა გადასახლებაში, ამჯერად საბჭოთა კავშირში. კლარა ცეტკინი გარდაიცვალა 1933 წლის 20 ივნისს ღამის 2 საათზე არხანგელსკოეში. იგი ყოველთვის იხსენებდა როზა ლუქსემბურგს და მისი უკანასკნელი სიტყვა იყო „როზა“
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლარა_ცეტკინი“-დან