კეისი აფლეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
'''კეისი აფლეკი''' ({{lang-en|Casey Affleck;}} დ. [[12 აგვისტო]] [[1975]]) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი.
 
თავისი კარიერა როგორც მოზარდმა დაიწყო, როდესაც გამოჩნდა „PBS“-ის სატელევიზიო ფილმში „ლიმონის ცა“ (1988) და „ABC“-ის მინისერიალში „კენედი მასაჩუსეტსიდან“ (1990). მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო [[გას ვან სენტი]]ს სამ ფილმში: „სიკვდილის მიზეზი“ (1995), „[[ნიჭიერი უილ ჰანტინგი]]“ (1997), „ჯერი“ (2002) და აგრეთვე [[სტივენ სოდერბერგი]]ს კომედიურ ტრილოგიაში: „[[ოუშენის თერთმეტი მეგობარი]]“ (2001), „[[ოუშენის თორმეტი მეგობარი]]“ (2004) და „[[ოუშენის სამეტი მეგობარი]]“ (2007). პირველი მთავარი როლი მიიღო [[სტივ ბუშემისბუშემი]]ს დამოუკიდებელ კომედიურ-დრამატულ ფილმში „[[მარტოხელა ჯიმი]]“ (2006). ნაყოფიერი აღმოჩნდა 2007 წელი, როდესაც აფლეკი გამოჩნდა ფილმში „[[როგორ მოკლა მშიშარა რობერტ ფორდმა ჯესი ჯეიმსი]]“; ბობ ფორდის როლის შესრულებისთვის იგი ნომინირებული იყო [[ოსკარი|ოსკარსა]] და [[ოქროს გლობუსი|ოქროს გლობუსზე]]. ამავე წელს ითამაშა ფილმში მშვიდობით„მშვიდობით პატარავპატარავ“, რომელიც მისმა ძმამ [[ბენ აფლეკი|ბენ აფლეკმა]] გადაიღო. 2010 წელს გადაიღო ფსევდოდოკუმენტური ფილმში მე ჯერ აქ ვარ, რომლის სიუჟეტის ცენტრშია მსახიობი ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ახალი კარიერის დაწყება გადაწყვიტა. ამავე წელს შეასრულა სერიული მკვლელის როლი ფილმში მკვლელი ჩემში. 2013 წელს ერთბაშად ორ ფილმში ითამაშა: ცოდვილები და ფერფლიდან. 2016 წელს გამოჩნდა კრიმინალურ თრილერში სამი ცხრიანი, კატასტროფულ დრამაში შტორმი და დრამაში მანჩესტერი ზღვასთან. ლი ჩენდლერის როლის შესრულებისთვის ფილმში მანჩესტერი ზღვასთან მოიპოვა ოქროს გლობუსი, BAFTA და ოსკარი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კეისი_აფლეკი“-დან