შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომმა]] 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამომსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი [[მაქსიმე II]] გურიაში ჩავიდა და [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელთან]] შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.
 
1788 წელს იოსები [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათის ეპისკოპოსად]] დაადგინეს და შემოქმედელ მიტროპოლიტადაც იხსენიებოდა. 1788 წლიდან, საგარეო საფრთხის გამო ეპისკოპოსი შემოქმედში აღარ მჯდარა, მაგრამ ეპარქია რუსეთთან შეერთებამდე არ გაუქმებულა. იოსებ თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1794 წლიდან შემოქმედის გამგებლობა, ჯუმათელ მღვდელმთავარ იოანე სინოდწმიდელს (წუწუნავა) მიანდეს, მაგრამ ეს თანამდებობა მას ფორმალურად და მოკლე დროით ეჭირა. 1794-1820 წლებში საშემოქმედლო ყმა-მამული [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილმა]] დაიკავა.
 
===მეფის რუსეთის დრო===