ფერეთა (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
}}'''ფერეთა''' — მდინარე [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის მუნიციპალიტეტში]], [[რიონი|რიონის]] მარჯვენა შენაკადი. მთა-ბარის ტიპისაა, კალაპოტი ქვა-ქვიშიანლამიანი. სიგანე საშუალოდ 6-7 მეტრი. სიღრმე — 60 სმ. მდინარის სათავეებთან გაშენებული იყო ამჟამად ნასოფლარები: [[ბაბოთი]] და [[ბაგინეთი (მრავალმნიშვნელოვანი)|ბაგინეთი]], ხოლო შუა წელს ქვემოთ მსხვილი სოფლები: [[ფერეთა (ვანის მუნიციპალიტეტი)|ფერეთა]], [[ზედა გორა]], [[შუა გორა]], [[ზეინდარი]].
 
ფერეთამდინარე სათავეს იღებს ბაბოთ-ბაგინეთის სამხრეთით, საკვერნისტყის ქედის ჩრდილო კალთებზე, 750 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გზად შეირთავს ამავე ქედიდან მომდინარე სხვა მცირე მდინარეებს, ნელ-ნელა ივაკებს და სოფელ ზეინდართან შეერთვის ეგრედეგრეთ წოდებულ რიონის შტოს, რომელიც სოფელ [[დიდველა|დიდველიდან]] მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად ფერეთას და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, [[კორისწყალი|კორისწყალს]], [[კვინისწყალი|კვინისწყალს]] და [[ამაღლება (ვანის მუნიციპალიტეტი)|ამაღლების]] სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.
 
ფერეთას მთავარი შენაკადია მდინარე ჯამსარეცხელა, მცირე სწრაფი მდინარე, რომელიც სოფელ სალომინაოს თავზე ჭიბნათის მთის ფერდობებზე იღებს სათავეს, გზად ამავე მთის ფერდობებიდან მომდინარე მცირე ღელე-მდინარეებს იერთებს და მარჯვნიდან უერთდება ფერეთას რიონის შესართავამდე რამდენიმე ათეულ მეტრში.