კვინისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
| ქალაქები =
}}
'''კვინისწყალი''', ''კვინწყალი'' — მდინარე [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის მუნიციპალიტეტში]], [[რიონი]]ს მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს [[ცხენისზურგი]]ს მთის ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარის ხეობაში და მის მიმდებარედ გაშენებულია სოფლები: [[უხუთი]], [[ინაშაური]] და [[ამაღლება]].
 
მდინარე სათავეს იღებს [[აჭარა-იმერეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ განშტოებაზე არსებული მთა კვინისთავის (1982,2 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ში 1925 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ [[ამაღლება|ამაღლები]]ს ჩრდილოეთით 2 კმ-ში მარცხნიდან უერთდება ეგრედ წოდებულ რიონის შტოს, რომელიც სოფელ დიდველიდან მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად კვინისწყლისა და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, [[ფერეთა (მდინარე)|ფერეთას]], <nowiki/>[[კორისწყალი|კორისწყალს]] და ამაღლების სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება ==
[[ცხენისზურგი]]ს მთით კორისწყლის აუზი გამოიყოფა სულორის აუზისგან. ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარის აუზი იყოფა მთიან, მთისწინა და დაბლობ ზონებად. აუზის მთიანი და მთისწინა ზონების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ ქვიშაქვები, მერგელები, ბაზალტები და ანდეზიტები. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზის ნიადაგური საფარი წარმოდგენილია ტყის ყავისფერი და ყვითელმიწა ნიადაგებით. აუზის მთიანი ზონის დაახლოებით 85% დაფარულია ხშირი ფოთლოვანი ტყით, დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.
 
მდინარის ხეობა სათავიდან სოფელ [[ზედა გორა]]მდე V-ეს ფორმისაა, ქვემოთ ტრაპეციული ფორმის, ხოლო რიონის მარცხენა ტერასაზე არამკაფიოდ არის გამოხატული. მდინარე სოფელ [[ქვედა გორა]]მდე ტიპიური მთის მდინარის ხასიათს ატარებს. მის კალაპოტში გვხვდება ნაკადის მიერ მოტანილი დიდი ზომის დამუშავებული ქვები, რომელთა მაქსიმალური დიამეტრი 1 მ-მდეა. ნაკადის სიგანე იცვლება 3-4 მ-დან 7-8 მ-მდე, სიღრმე 0,3-დან 0,8 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 1,2 მ/წმ-დან 0,9 მ/წმ-მდე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვინისწყალი“-დან