ანტონ გენათელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

23:52, 20 იანვარი 2006-ის ვერსია

ანტონ გენათელი, გელათის მთავარ-ეპისკოპოსი XVI საუკუნის II ნახევარში. ადრე აწყურის ეპისკოპოსი (მაწყვერელი). სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა მომძლავრების გამო იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. ანტონ გენათელი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებაში (კათოლიკოსთა სამართალი). გიორგი II-ის დროს (1565-1585) ანტონ გენათელმა შეაკეთა და მოახატვინა გელათის ღვთისშობლის ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭე, რომლის კედლებს დღესაც ამკობს იმდროინდელი ფრესკები და წარწერები. სამხრეთის კედლის ასომთავრულ წარწერაში იხსედნიება ანტონ გენათელი.