ენგურის ჰიდროელექტროსადგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
82.211.170.86-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Kakha K.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 2:
'''ენგურის ჰიდროელექტროსადგური''' — უდიდესი [[ჰესი]] [[ამიერკავკასია]]ში. მდებარეობს მდინარე [[ენგური|ენგურზე]]. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. [[კვტ]] (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის]] სტატუსი<ref>[http://epn.ge/?id=10343 ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება]</ref>
 
== პარამეტრები იმენოი არ გატყუებთ ==
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეა 1640 ათ. კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება — 5,46 მლრდ კვტ-სთ. ჰესის ნაგებობებში შედის 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც ქალაქ [[ჯვარი (ქალაქი)|ჯვართან]] ქმნის წყალსაცავს (მოცულობა — 1 მლრდ მ<sup>3</sup>, სიგრძე — 30 კმ); სადერივაციო გვირაბი (დიამეტრია 9 მ, სიგრძე — 15 კმ), რომელიც მთავრდება მათანაბრებელი კოშკით ([[დიამეტრი]] — 16 მ, სიმაღლე — 167 მ). სადერივაციო გვირაბი ჰიდროაგრეგატებს [[წყალი|წყლით]] კვებავს 451 მ სიგრძის 5 სადაწნეო გვირაბის საშუალებით. ნაგებობათა კომპლექსში შედის აგრეთვე მიწისქვეშა ჰესი 5 ჰიდროაგრეგატით. მისი ტურბინებიდან წყალი გამყვანი გვირაბით (სიმაღლე — 13 მ, სიგრძე — 3,2 კმ) მიემართება № 1 ვარდნილჰესის წყალსაცავში. ვარდნილჰესებისათვის შექმნილია აგრეთვე გალის წყალსაცავი, მოცულობა 1-1,9 მლნ. მ<sup>3</sup>. 1972-1974 წლებში საექსლუატაციოდ გადაეცა ვარდნილჰესების 9 აგრეგატი, რომელთა საერთო სიმძლავრე 340 ათ. კვტ (წლიური გამომუშავება — 1,13 მლრდ. კვტ-სთ).