ავთანდილ გუნია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ინფოდაფა
No edit summary
ხაზი 27:
'''ავთანდილ ლევანის ძე გუნია''' (დ. [[27 სექტემბერი]], [[1912]] წელი, [[თბილისი]], — გ. [[1997]]) — [[ქართველები|ქართველი]] ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ([[1962]]) პროფესორი, ([[1966]]). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ([[1967]]), აკადემიკოსი ([[1979]]).
 
აღიზარდა ქართული თეატრის ერთ-ერთი ამაგდარის — ვალერიან გუნიას ოჯახში. 1953-1957 წლებში იყო [[საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო|საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრი]]. შექმნილი აქვს მონოგრაფია „მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეკონომიკური პრობლემები საქართველოში“ და მრავალი სხვა შრომა ეკონომიკური ზრდის ტემპებისა და პროპორციების საკითხებზე. სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფციაზე საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში, იკვლევდა აშშ-თან და სხვა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის პერსპექტივებს.
 
იგი დაჯილდოებული იქნა მედლებით: „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში“ (1945), „მოსკოვის დაცვისათვის“ (1946), „მოსკოვის დაარსების 800 წლისთავთან დაკავშირებით“ (1947), „მამაცური შრომისათვის“ (1970). იგი დაჯილდოებული იყო აგრეთვე „ხალხთა მეგობრობის ორდენით“ (1982) და "საქართველოს ღირსების ორდენით“ (1997). 1980 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავთანდილ_გუნია“-დან