ასურელ მამათა ცხოვრებანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1:
'''ასურელ მამათა ცხოვრებანი''', ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები. მონასტრების აღმოცენება და სამონასტრო საქმის ორგანიზაციის დასაწყისი [[საქართველო]]ში დაკავშირებულია [[სირია]]ში მოღვაწე ბერების ე. წ. [[ასურელი მამები]]ს, საქართველოში ჩამოსვლასთან (VI ს.). მათ მიერ დაარსებულმა სავანეებმა დიდი როლი შეასრულა ქართული მწიგნობრობის ისტორიაში ქართველი საზოგადოებრიობის ინტერესი ამ მოღვაწეებისადმი ძველთაგანვე დიდი იყო. საფიქრებელია, რომ ასურელ მამათა ცხოვრებანი ადრეც აღიწერა, მაგრამ უძველეს ძეგლებს ჩვენამდე არ მოუღწევია. დღეს ცნობილ თხზულებათაგან უადრესი უნდა იყოს „მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმინდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“, რომელიც [[არსენ I|არსენ დიდ საფარელს]] (IX ს.) მიეწერება. X საუკუნის კათოლიკოს [[არსენ II|არსენ II-ს]] დაუწერია „ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაძნელისაჲ და მოწაფეთა მისთაჲ“ და „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღირსისა მამისა ჩუენისა შიოჲსი და ევაგრესი“. იმავე საუკუნეში უცნობ ქართველ მწერალს შეუთხზავს „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა დავით გარესჯელისაჲ“. დასახელებულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში არწერილია ასურელ მოიღვაწეთა მოსვლა საქართველოში, სამონასტრო მშენებლობის წამოწყება და საკულტო კერების დაარსება, გვხვდება საყურადღებო ცნობებიც საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურული ცხოვრების შესახებ.
 
XI–XII საუკუნეებში დაიწყო ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციების [[მეტაფრასი|გადამეტაფრასება]]. დაიწერა [[იოანე ზედაზნელი]]ს, [[შიო მღვიმელი]]ს, [[დავით გარეჯელი]]ს, [[აბიბოს ნეკრესელი]]ს ცხოვრებათა მეტაფრასული რედაქციები. ინტერესი ასურელ მამათა ცხოვრებისადმი არც შემდგომში შენელებულა. [[ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი|ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილმა]] (XVII–XVIII სს.) დაწერა „[[დაძინებაჲ ისე წილკნელ ეპისკოპოსისა]]“, [[მარიამ-მაკრინა|მარიამ-მაკრინე ბაგრატიონმა]] (XVIII ს.) — „[[ცხოვრებაჲ იოსეა ალავერდელისაჲ]]“. გარკვეული ადგილი დაუთმეს ასურელ მამებს [[ანტონ I|ანტონ I-მა]] „[[მარტირიკა]]ში“ და [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილმა]] „[[კალმასობა]]ში“.