დიდი შეკუმშვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
[[ჰაბლის კანონი]] სამყაროს გაფართოების ამჟამინდელ მაჩვენებელს ზომავს; გრავიტაციული ძალების სიძლიერე დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელი მატერიის სიმჭიდროვესა და წნევაზე, სხვა სიტყვებით — სამყაროს კრიტიკულ სიმჭიდროვეზე. თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეს აღემატება, გრავიტაციული ძალების სიძლიერე სამყაროს გაფართოებას შეაჩერებს და სამყარო თავის თავს თავადვე დაანგრევს. ამის საპირისპიროდ, თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეზე ნაკლებია, სამყარო გაფართოებას გააგრძელებს და გრავიტაციული ძალები ამ გაფართოების შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. ეს სცენარი დასრულდება დიდი გაყინვით, სადაც სამყარო გაცივდება, იმის გამო, რომ ის ძალიან გაფართოვდა და ენთროპიის მდგომარეობას მიაღწია.<ref>[http://map.gsfc.nasa.gov/universe/WMAP_Universe.pdf Dr. Gary F. Hinshaw, ''WMAP Introduction to Cosmology''. NASA (2008)]</ref> ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სამყარო განადგურების შედეგად დაუბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც დაიწყო და შესაბამისად, შემდეგ მოხდება კიდევ ერთი დიდი აფეთქება;<ref name=HTUW/> ამ მიდგომით, სამყარო მუდმივია, მაგრამ გამუდმებით გადის გაფართოებისა და შეკუმშვის ფაზებს.<ref>[http://www.windows.ucar.edu/tour/link=/the_universe/Crunch.html Jennifer Bergman, ''The Big Crunch'', Windows to the Universe (2003)]</ref> კიდევ ერთი სცენარის თანახმად, ყველაფერი დასრულდება ბრტყელი სამყაროს სახით, რაც მაშინ მოხდება, როცა კრიტიკული სიმჭიდროვე გასწორდება. ამ მდგომარეობაში, სამყარო მუდმივად შენელდება.<ref>{{Citation|last=Fraser Cain|title=How Will The Universe End?|date=2013-10-17|url=https://www.youtube.com/watch?v=RWnduAnxLQ4|accessdate=2016-06-13}}</ref>
 
ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტულმა მტკიცებულებებმა წარმოშვა ვარაუდები, რომ სამყაროს გაფართოებას გრავიტაცია კი არ ანელებს, არამედ აჩქარებააჩქარებს. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია [[ბნელი ენერგია|ბნელი ენერგიის]] ბუნება, რომელიც როგორც მიიჩნევა, წარმართავს აჩქარებას — ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მან საბოლოოდ უკუაქციოს თავისი განვითარების გზა და გამოიწვიოს კოლაფსი.<ref>Y Wang, J M Kratochvil, A Linde, and M Shmakova, ''Current Observational Constraints on Cosmic Doomsday''. JCAP 0412 (2004) 006, [http://arxiv.org/abs/astro-ph/0409264 astro-ph/0409264]</ref> <ref>McSween, Stephen A. "Dark Energy and the Red Shift in a Contracting Universe." [http://bigcrunchuniverse.com]</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_შეკუმშვა“-დან